9 ივნისი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T13395 - ტენდერი რეზერვირების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რეზერვირების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე.
რეზერვირების დისკური მოწყობილობების რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები:
რაოდენობა | 2 ცალი |
ფორმ ფაქტორი | Rack-mount სტანდარტულ სასერვერო კარადაში, უნდა მოყვებოდეს მონტაჟისთვის საჭირო ყველა აქსესუარი |
დისკები | არანაკლებ 7.2K rpm SAS დისკი |
გამოყენებადი სივრცე | არანაკლებ 32 TB (RAID-6 დაცვით) |
დაცვის ტექნოლოგია | RAID-6 + Hot Spare |
Front-End პორტები | მინ. 4 ცალი 10Gb Ethernet SFP+ 2m DAC კაბელებით |
პროტოკოლების მხარდაჭერა | CIFS, NFS, Open Storage (OST) |
რეზერვირების სისტემებთან თავსებადობა | Veritas NetBackup 9-თან Open Storage (OST) პროტოკოლით მიერთებისსაშუალება - სისტემა წარმოდეგნილი უნდა იყოს Veritas NetBackupHardware Compatibility List-ის OST-Appliance-ების ჩამონათვალში |
დედუპლიკაცია | ყველა მხარდაჭერილი პროტოკოლიდან მიღებული მონაცემების გლობალური დედუპლიკაცია;· ცვლადი დედუპლიკაციის ბლოკის ზომა;· განაწილებული დედუპლიკაცია - დედუპლიკაციის დატვირთვის რეზერვირების სერვერ(ებ)ზე გადანაწილება; |
ლიცენზირებული ფუნქციონალი | სისტემის ცენტრალიზებული მართვა GUI და CLI მეშვეობით· მონაცემების In-Line დედუპლიკაცია და კომპრესია· Open Storage (OST) პროტოკოლის გამოყენების საშუალება· მონაცემების მყისიერი კოპიების შექმნა (Snapshots)ყველა ლიცენზია უნდა იყოს უვადო და იმავე მწარმოებლის, რაც რეზერვირების დისკური სისტემა |
კვება და გაგრილება | სრულად დუბლირებული კომპონენტები |
გარანტია | მწარმოებლის 3 წლიანი მხარდაჭერის სერვისი 24 სთ x 7 დღე რეჟიმში მხარდაჭერით სრულ აპარატურულ-პროგრამულ კომპლექსზე; |
მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
მოწოდება უნდა განხორციელდეს 2022 წლის 15 აგვისტომდე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 9 ივნისი, 15:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი;
მობ: +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@msplus.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები