ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13401 - ტენდერი საბურავების საწყობისა და ლენტური კონვეერის საძირკვლების სამშენებლო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას კასპის ცემენტის ქარხანაში კლინკერის წარმოებაში ამჟამად საწვავად გამოიყენება ქვანახშირი. კომპანიის სტრატეგიაა, რომ დაიწყოს და განავითაროს ალტერნატიული საწვავის გამოყენება. ამ ეტაპზე ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია გეგმავს კასპის კლინკერის ღუმელში მთლიანი საბურავების მიწოდების ხაზის მოწყობას. ამასთან დაკავშირებით საჭიროა:

  • საბურავების ღია საწყობის მშენებლობა მოწოდებული დეტალური კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების მიხედვით
  • ლენტური კონვეიერის საძირკვლების მოწყობა მოწოდებული დეტალური კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტის მიხედვით
  • ელექტრო ოთახის მშენებლობა დეტალური კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტის მიხედვით

ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს აღნიშნული რკინა-ბეტონის სამუშაოების შესრულება, მიწოდებული დეტალური კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტის საფუძველზე.

ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხვილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში ფუნდამენტისა და რკინაბეტონის კარკასის სამუშაოების შესრულებისათვის

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • საბურავების საწყობის ბალასტის ფუძის მომზადება
  • საბურავების საწყობის რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა
  • საბურავების საწყობის რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა
  • ლენტური კონვეიერის რკინა-ბეტონის საძირკვლების მოწყობა
  • ელექტრო ოთახის ბალასტის ფუძის მომზადება
  • ელექტრო ოთახის რკინა-ბეტონის საძირკვლებისა და  კარკასის მოწყობა
  • ელექტრო ოთახის კედლების წვრილი სამშენებლო ბლოკით აშენება
  • ელექტრო ოთახის ინტერიერისა და ექსტერიერის მოპირკეთება-რემონტი
  • საძირკვლების გვერდების დაფარვა ბიტუმის ხსნარით
  • ჩასატანებელი და საანკერო დეტალების დამზადება და მონტაჟი
  • ბალასტის უკუჩაყრა და ტკეპნა.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები