12 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1349 - ფასთა გამოკითხვა ცეცხლმაქრების გადამუხტვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 მაისი 2016 დრო 17:00
 
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ცეცხლმაქრების გადამუხტვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
 - გადამუხტვა განხორციელდება ეტაპობრივად;
 - გადასამუხტი ცეცხლმაქრების ორმხრივი ტრანსპორტირება განხორციელდება დამკვეთის მიერ.
 - გადახდის პირობა - შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ.
 
ცეცხლმაქრების ტიპები და შესაბამისი რაოდენობები გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ცეცხლმაქრების გადამუხტვის განფასება;
 - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
 
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
 
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 12 მაისის 17:00 სთ-მდე.
 - გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 70%; ანალოგიური გამოცდილება - 30%.
 
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 591 93 10 10, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.