ჩაბარების ვადა:
28 ივნისი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT13546 - ტენდერი ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე (Cisco Catalyst 9300L)
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება: Cisco Catalyst 9300L
მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი, 0177, გაზაფხულის ქ.18
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს მიწოდების ადგილამდე;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
- პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული აქტიური აპარატურის მწარმოებლის სერტიფიცირებული პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form)
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გადახდის პირობაში სასურველია გათვალისწინებული იყოს გადახდის რამდენიმე ეტაპი.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 ივნისი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 14/06-GIEC-P/-22;
საკონტაქტო პირი: სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ხუნჩუკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 50 87 21
ტენდერის კატეგორია:
- 32400000 ქსელები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები