ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13553 - ტენდერი ავტომობილების ტექმომსახურების გაწევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს პრემიერ გრუპის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სადისტრიბუციო მომსახურება, შესაბამისად აუცილებელ ფაქტორს წამოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივად გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე შპს პრემიერ გრუპი აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით.

ტექნიკური დავალება, შესყიდვის ობიექტი:

  • შესყიდვის ობიექტია შპს პრემიერ გრუპის ბალანსზე რიცხული 17 (ჩვიდმეტი) ერთეული ავტოსატრანპორტო საშუალებების ნაწილებისა და ტექმომსახურების შესყიდვა.
  • შესყიდვა განხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილებისა და ტექმომსახურების მიწოდება/გაწევა მიმწოდებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვის ცენტრებში
  • უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს ვინც უზრუნველყოფს პერსონალურ მენეჯერს.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გარდა საცხებ-საპოხი მასალის და ფილტერბის შეცვლისა, გარბენების მიხედვით უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური შემოწმება და საჭირო შემთხვევაში გამოვლენილი გაცვეთილი ან/და დაზიანებული ნაწილის შეცვლა (მათ შორის ელექტრო, სავალი, ამძრავი, საამორტიზაციო-მასტაბილიზერებელი, საწვავის მიმწოდებელ-შემსხურებელი, ჰიდრავლიკური, სახცებ-საფოხი, ფილტრაციის და აშ).
  • გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ ნაწილებზე უნდა გავრცელდეს გონივრული საგარანტიო პერიოდი ან/და გარბენის მიხედვით.
  • სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შერჩეულმა პრეტედენტმა აწარმოოს თითოეულ ავტომანქანაზე გაწეული სამუშაოების და გახარჯული ნაწილების ისტორია და პერიოდულად ელექტრონული  წესით გადაუგზავნოს შპს პრემიერ გრუპს.
  • ავტომობილებმა უნდა შეძლონ ტექდათვალიერების უპრობლემოდ გავლა.
  • შემოწმების შედეგად გამოვლენილი დაზიანებული ან/და გაცვეთილი ნაწილის და მომსახურების ღირებულება წინასწარ უნდა შეთანხმდეს შპს პრემიერ გრუპის წარმომადგენელთან.

საკვალიფიკაციო მონაცემები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

იურიდიული პირებისათვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ

ფიზიკური პირებისათვის:

  • ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისათვის:

  • ინფორმაცია ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილების შესახებ
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა)
  • სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში (შენიშვნა: წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება)
  • შემოთავაზებული გარანტიის პირობები
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა (სატენდერო წინადადებას უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა წარმოდგენის დღიდან მინიმუმ 2022 წლის 01ივლისამდე)
  • უპირატესობა მიენიჭება დღგ-ს გადამხდელ პრეტედენტს.

ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ელექტრონული მისამართზე წარმოდგენის შემთხვევაშიც) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ
  • სუბკონტრაქტორთა მონაწილეობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს სუბკონტრაქტორთა საკვალიფიკაციო მონაცემები

სატენდერო წინადადების ფასი:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.

ავტომობილების მოდელები:

  • Renault (DACIA) Logan DCI (დიზელი) - 6 ერთეული
  • Ford Transit (დიზელი) - 5 ერთეული
  • Ford Fiesta (ბენზინი) - 4 ერთეული
  • Toyota Prius - (ბენზინი) - 2 ერთეული

სატენდერო წინადადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ-ფოსტაზე: info@premiergroup.ge

მოთხოვნილი საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით, რაიმე დადგენილი ცხრილი ან შესავსები ფორმა არ არსებობს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@premiergroup.ge ან 995 599 09 09 89
მისამართი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი 24

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები