ჩაბარების ვადა:
28 ივნისი 2022, 14:00
სტატუსი:
გაფორმებული
E
ელ. ტენდერი
T13584 - ტენდერი მბრუნავი კარის ხალიჩის მოწყობაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს მბრუნავი კარის ხალიჩის მოწყობაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
- სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16-ე კილომეტრზე.
- მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან), რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისაგან სეისმური ნაკერებით. შენობა კარკასული ტიპისაა, მონოლითური რკინაბეტონის გადახურვებით. შენობა 4 სართულიანია და გააჩნია ავტოსადგომის 4 მიწისქვეშა დონე.
- შენობა აღჭურვილია მბრუნავის კარით რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების დიდი ნაკადის გატარებას და ამავდროულად ნოხის საშუალებით ჭუჭხისაგან დაცვას
ტექნიკური დავალება:
- ტექნიკური დავალების საგანს წარმოადგენს შენობის მბრუნავი კარის ხალიჩის მოწყობა.
ძირითადი მოთხოვნებია:
- პროფილის სიმაღლე 22 მმ
- პროფილის სიგანე 27,5 მმ
- პროფილებს შორის ღიობის სიგანე 3 მმ
- ჩანართის მასალა: 100% პოლიპროპილენი.
- უნდა ქონდეს 2 დამცავი მეტალის შინა კარების ღიობის პერიმეტრზე.
- ფეხის გასრიალების საწინააღმდეგო კლასი R11 - სტანდარტით DIN 13501-ს.
- ხალიჩის რადიუსი 188,0 სმ
წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების გრაფიკი უნდა შეიცავდეს:
- სამუშაოთა დასახელებას, სასურველია მათი შესრულების რიგითობით;
- შესაბამისი სამუშაოების დაწყება/დამთავრების დროს. გრაფიკულად;
ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდებული ინფორმაცია როდის (დროის რა მონაკვეთში) შეიძლება სამუშაოების ჩატარება.
უსაფრთხოების ნორმები:
- ყველა სამუშაო რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
- სამუშაოთაჩატარებადაშვებულიიქნებამხოლოდიმშემთხვევაშიროდესაცდოკუმენტიიქნებახელმოწერილი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.
საჭიროა წარმოედგინოს ხარჯთაღრიცხვები შემდეგ სამუშაოებზე:
- ჩასატარებელი სამუშაოების განფასება;
- განფასება ხალიჩის შეძენაზე და მოწყობაზე, მასალით და ყველა ხარჯის გათვალისწინებით, გამოყოფილად;
განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი რაც საჭირო იქნება პროექტის სრული შესრულებისთვის.
აუცილებელი პირობები:
- ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს
- შემოთავაზება 100% უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნილ კრიტერიუმებს.
- პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 28 ივნისი, 14:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
კითხვებისთვის მიმართეთ:
მირიან კაკაბაძე
ელ. მისამართი: mkakabadze@tbilisimall.com
ტენდერის კატეგორია:
- 39500000 ქსოვილის ნივთები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები