ჩაბარების ვადა:
29 ივნისი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT13642 - ტენდერი სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟზე.
შესყიდვის ობიექტი:
სს „ლიბერთი ბანკი“-ს თბილისისა და რეგიონების 33 ფილიალში სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
- სავალდებულოა ასევე, დანართი #2-ის შევსება და გადმოგზავნა ;
- ფოტო -მონტაჟები და მასალის სპეციფიკაციები იხილეთ დანართი #3-ში;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- თბილისისა და რეგიონების 33 ფილიალში სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზადება/მონტაჟი, ასევე არსებული ძველი აბრების და საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟი და ძველი აბრების ტრანსპორტირება ქ. თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბანკის სასაწყობე ფართში, მისამართზე: სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია ფასები (დანართი #1) წარმოადგინოს არსებული ძველი აბრების და საინფორმაციო სტიკერების დემონტაჟის და არსებული ძველი აბრების „ლიბერთი ბანკი“-ს საწყობში ტრანსპორტირების გათვალისწინებით;
- აუცილებელია გამარჯვებულმა კომპანიამ ახალ აბრებზე შემოგვთავაზოს მონტაჟიდან 3 (სამი) წლიანი, ხოლო საინფორმაციო სტიკერებზე მონტაჟიდან 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 29 ივნისი, 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; აღნიშნული მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200;
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
დოკუმენტაცია
სატენდერო განცხადება - სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზ
სატენდერო განცხადება - სარეკლამო აბრების და საინფორმაციო სტიკერების დამზ
დანართი #4 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #4 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ფოტო-მონტაჟები და მასალის სპეციფიკაციები)
დანართი #3 (ფოტო-მონტაჟები და მასალის სპეციფიკაციები)
დანართი #2 (აბრების ფასები ფილიალების მიხედვით)
დანართი #2 (აბრების ფასები ფილიალების მიხედვით)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
ყველას ჩამოტვირთვა