ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13663 - ფასთა გამოკითხვა სარემონტო-მექანიკური სახელოსნოს არსებული შენობის მინაშენის მშენებლობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Auramine აცხადებს ფასთა გამოკითხვას სარემონტო-მექანიკური სახელოსნოს არსებული შენობის მინაშენის მშენებლობაზე.

  • მომსახურების საგანი - სარემონტო - მექანიკური სახელოსნოს არსებული შენობის მინაშენის მშენებლობა.
  • ტექნიკური დავალება - იხილეთ დანართში No 2.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 07.07.2022, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მომსახურების განხორციელების ვადა;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No 1.
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com 

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყდივებისა და ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი:
ნინო გურამიშვილი
Т
+995 599 92 00 51
ელექტრონული ფოსტა: NGuramishvili@richmetalsgroup.com 
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
სერგეი გოლიშევი
Т +995 591 759 345
ელექტრონული ფოსტა: SGolishev@richmetalsgroup.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები