ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2022, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T13672 - ტენდერი ტუმბო აგრეგატი НДС-24 (ახალი მოდიფიკაციით „Д 6300-80-2“), ტუმბო აგრეგატი НДС-18 ელექტრო ძრავით, ტუმბო 1Д-720/90/1500 ელექტრო ძრავით, შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ტუმბო აგრეგატი НДС-24 (ახალი მოდიფიკაციით „Д 6300-80-2“), ტუმბო აგრეგატი НДС-18 ელექტრო ძრავით, ტუმბო 1Д-720/90/1500 ელექტრო ძრავით, შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • 2 ერთეული ტუმბო НДС-24 (ახალი მოდიფიკაციით „Д 6300-80-2“) 
  • 1 ერთეული ტუმბო НДС-18 ელექტრო ძრავით (დგარზე განთავსებული)
  • 1 ერთეული ტუმბო 1Д-720/90/1500 ელექტრო ძრავით (დგარზე განთავსებული)

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტუმბო НДС-24 (Д6300-80-2) - Q=5000 მ3/სთ H=51მ n=600 ბრ/წთ (გადაბმის ქუროების კომპლექტით), 1000 კვტ-იან სინქრონულ ელექტრო ძრავთან თავსებადი
  • ტუმბო НДС-18 - Q=2000 მ3/სთ H=34მ n=750 ბრ/წთ; კომპლექტში 250 კვტ-იან სინქრონულ ელექტრო ძრავთან, ნომინალური ძაბვა 6კვ
  • ტუმბო 1Д-720/90/1500 – Q=720 მ3/სთ H=90მ n=1500 ბრ/წთ; კომპლექტში 315 კვტ-იან ელექტრო ძრავთან კომპლექტში, ნომინალური ძაბვა 0.4კვ3
  • შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი აგრეგატების დასახელებები აღებულია ადგილზე არსებული საბჭოთა წარმოების ტუმბოების მარკირებიდან, თუმცა განიხილება იდენტური პარამეტრების მქონე ნებისმიერი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქცია

აღნიშვნების გაშიფრვა:

  • Q - წარმადობა
  • H - აწევის სიმაღლე
  • n - ბრუნთა რიცხვი

განფასება 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

  • საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვე

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 30 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატები.
  • გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ელექტრო ძრავების მწარმოებელი ქარხნის მიერ ოფიციალურად დადასტურებული ელექტრული გაზომვის ოქმები.

ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 
  • მომწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატი, 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

ხელშეკრულების გაფორმება

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@gwp.ge

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 7 ივლისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 73 66 44

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 ივლისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა