6 ივლისი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T13703 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ექსპრეს ტექნოლოჯიზ“ ჯგუფი (ს/კ 204 542 003) აცხადებს ტენდერს ოფისებისა, საწყობი/საამქრო და სხვა ობიექტების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 5 წელს (ხუთი) თვეს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- დამკვეთი კომპანია უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო წინადადებაში განსაზღვრულ ყველა პირობას.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (დანართი 1) ექსელის ფორმატში;
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
- საწმენდი საშუალებების ჩამონათვალი (დანართი 3) ექსელის ფორმატში;
- საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი (დანართი 4) ექსელის ფორმატში;
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანართები N: 1, 2 ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი PDF- ფორმატში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ დამატებით წარმოადგინოს იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ერთი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 6 ივლისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
მარიამ ტაბატაძე
მობ: +995 577 331197
ელ.ფოსტა: mtabatadze@gc.ge;
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 278797
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge;
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება