
22 ივლისი 2022, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT13838 - ტენდერი სატესტო გარემოში მონაცემთა ბაზების (SQL Server) შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 ივლისი 2022 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს: სატესტო გარემოში მონაცემთა ბაზების (SQL Server) შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაზა : დასაშიფრი სენსიტიური მონაცემების ზომა ~ 500 გბ
- განახლებულ ბაზებზე სენსიტიური ინფორმაციის შიფრაციის მაქსიმალური დრო - 1-2 საათი
- მონაცემთა შიფრაციის ავტომატური სისტემა, მონიტორინგისსაშუალება
- დასაშიფრი ცხრილების მოცულობა 500 გიგაბაიტი (იშიფრება ცხრილებში ნაწილობრივი ველები)
- ბანკი იყენებს SQL 2012 და windows server 2016
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა;
- ფასების ცხრილი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
- ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- MAF-ი
- ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია )
- შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 22 ივლისი 2022 წელი, 16:00 საათამდე.
- სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ვარდანაშვილი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1832)
E-mail: Giorgi.Vardanashvili@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
ჩვენი ვარაუდით თქვენ გულისხმობთ მონაცემთა მასკირებას/ანონიმიზაციას სატესტო გარემოსთვის და არა დაშიფვრას, სწორად ვხვდებით? პროდუქტის ფასი რომლის შემოთავაზებაც გვინდა ითვლება მონაცემთა ბაზების რაოდენობისა და ტიპების მიხედვით და არა მათი მოცულობით. შეგიძლიათ მიუთითოთ ყველა მონაცემთა ბაზის რაოდენობა და სახეობა, რომელიც უნდა იყოს მასკირებული? არის თუ არა სისტემიდან პერსონალურ მონაცემთა აღმოჩენის შესაძლებლობა , თუ ხელით თქვენ მიუთითებთ ანონიმიზაციისთვის საჭირო მონაცემების მდებარეობას? ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ გამოიყენოთ მონაცემთა აღმოჩენის შესაძლებლობები და მონაცემთა აღმოჩენის პროცესის ავტომატიზაცია . უნდა შეეძლოს თუ არა სისტემას ქართული სახელების, პირადობის მოწმობის ნომრების და სხვა კონკრეტული ქართული პირადი მონაცემების აღმოჩენა და ანონიმიზაცია? შეგიძლიათ მიუთითოთ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემთა ტიპები, რომლებიც სისტემამ უნდა აღმოაჩინოს და დაფაროს? სჭირდება თუ არა ბანკს დაფარვის სხვადასხვა მეთოდი? მასკირების მეთოდების ჩათვლით, რომლებიც საშუალებას აძლევს დამასკული მონაცემების თავდაპირველ მნიშვნელობებზე გადაბრუნების ოფციას (ამგვარი მასკირება გამოიყენება მონაცემთა მეცნიერებაში მონაცემების მოპოვებისა და ანალიზისთვის). სჭირდება თუ არა ბანკს მონაცემთა აღმოჩენის საკუთარი წესებისა და შენიღბვის მეთოდების შემუშავების შესაძლებლობა? სჭირდება თუ არა ბანკს აგენტის გარეშე გადაწყვეტილება? ეს ნიშნავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ საჭიროებს აგენტის ინსტალაციას სისტემის არცერთ მონაკვეთში.