4 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT13853 - ტენდერი ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ყოველკვირეულ სააქციო პოსტერებზე.
საქონლის დასახელება/აღწერა |
აღწერილობა |
წლიური რაოდენობა |
ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით |
ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით) |
ყოველკვირეული სააქციო პოსტერი |
მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2 ბეჭდვა: ორმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი |
18000 | ||
ყოველკვირეული სააქციო პოსტერი |
მასალა: ფოტოქაღალდი; ზომა: A0 ბეჭდვა: ცალმხრივი; |
70 | ||
2X2 კატალოგი |
მასალა: 250გრ პრიალა ცარცის ქაღალდი; ზომა: A2 ბეჭდვა: ცალმხრივი; ერთ მხარეს ზედა და ქვედა ნაწილში ორმაგი წებოვანი ლენტი
|
9000 |
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება(ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მოწოდება უნდა მოხდეს თბილისში, ლილო 1;
- ბეჭდვა/მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას;
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30დღე;
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არაერთჯერადი ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2022 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ.ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა