ჩაბარების ვადა:
8 აგვისტო 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT13858 - ტენდერი საკანცელარიო საქონლისა და პირადი ჰიგიენის შესყიდვა და მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლისა და პირადი ჰიგიენის შესყიდვა და მიწოდება.
ტენდერის პირობები:
თავი I. საერთო დებულებები
სამუშაოები უნდა შეასრულოს კომპანიამ:
- რომელსაც აქვს დანართ №1-ში მითითებულ პროდუქციაზე წვდომა;
- აქვს ხარისხიანი პროდუქცია;
- გთავაზობს დანართ №2-ში მითითებული პროდუქციის მიწოდების უმაღლეს სერვისს (დისტრიბუცია)
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“- ს პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ:
- გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 30 სამუშაო დღე;
- საქონლის მიწოდება საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთში მდებარე ობიექტებზე დანართი №2-ის შესაბამისად;
- საქონლის მიწოდების ვადა საქართველოს დასავლეთში მდებარე ობიექტზებზე 4 სამუშაო დღე და აღმოსავლეთში მდებარე ობიექტებზე 2 სამუშაო დღე;
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში.
საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
სატენდერო წინადადება
- ტენდერში მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეცავდეს პროდუქციის ფასს ტრანსპორტირებასთან ერთად, დღგ-ს ჩათვით, ლარში.
სატენდერო პროცედურები:
ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით
- ტენდერის თარიღი – 11 აგვისტო 2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - ადგილზე, შპს ლუკოილ-ჯორჯიას სათაო ოფისში.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 08 აგვისტოსა 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები:
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
საკონტაქტო პირი:
გიორგი გვრიტიშვილი
მობ: + 995 591 10 53 03
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
დოკუმენტაცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
პრეტედენტის ინსტრუქცია
დანართი 2
დანართი 2
საერთო დებულებები
საერთო დებულებები
დანართი 2 - აგს ჩამონათვალი
დანართი 2 - აგს ჩამონათვალი
ხელშეკრულება
ხელშეკრულება
ტენდერი
ტენდერი
პროდუქციის ჩამონათვალი (დანართი #1)
პროდუქციის ჩამონათვალი (დანართი #1)
დანართი 3
დანართი 3
ყველას ჩამოტვირთვა