ჩაბარების ვადა:
18 ივლისი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT13866 - ტენდერი პრინტერების და სხვადასხვა სახის ტექნიკის ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პრინტერების და სხვადასხვა სახის ტექნიკის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა ორ ლოტად ფასების ცხრილის და მომსახურების პირობების (დანართი N1) შესაბამისად;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს გამარჯვებული კომპანიის სერვის-ცენტრში N1 დანართში მითითებული პირობების შესაბამისად;
შენიშვნა:
- საქონლის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
დამატებითი პირობები!
- პრეტენდენტმა განფასება უნდა წარმოადგინოს ტექნიკის წმენდა/შეკეთებაზე #1 დანართის შესაბამისად, ხოლო დამატებითი ნაწილების შეკეთება/შეცვლაზე სავალდებულოა ცალკე ფასების ცხრილის წარმოდგენა;
- განფასება წარმოდგენილი უნდა იყოს, შესაკეთებელი ტექნიკის კომპანიის სერვის-ცენტრში როგორც ბანკის მიერ ტრანსპორტირების (მიტანა/წამოღება) ასევე, თავად კომპანიის მიერ ტრანპორტირების (წაღება/მიტანა) უზრუნველყოფის გათვალისწინებით (დანართი #1);
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 ივლისი, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები