ჩაბარების ვადა:
20 ივლისი 2022, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT13869 - ტენდერი წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს შატო მუხრანი აცხადებს ტენდერს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა მოცემული პროექტის შესაბამისად.
განსაკუთრებული მოთხოვნა:
ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობა:
- სამუშაოები აწარმოოს საკუთარი კვალიფიციური მუშა-ხელით, სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოს უსაფრთხოების პირობები;
- გამოიყენოს მაღალი ხარისხის („ფირატის“ ან „პოლიმერი-1“-ის მილები და აქსესუარები).
- გაიტანოს ზედმეტი მიწა და/ან ნაგავი რეგისტრირებულ (სახელმწიფო ან კერძო) ნაგავსაყრელზე; მუშაობისას სრულად დაიცვას სახელმწიფო კანონმდებლობა;
- მოახდინოს ტრანშის ხარისხიანად დატკეპვნა, რომ არ მოხდეს მისი შემდგომი ჯდენები;
- სამუშაოს დასრულებამდე მოადინოს სამუშაო ადგილის დასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან;
ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს:
- სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი);
- სადაზღვეო ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი ცალკე, ტენდერში მოცემული განფასებების დამატებით ველში „სადაზღვეო ღირებულება“ (გამწვანებულ ველში)
- უნდა იყოს 3 თვე (90 კალენდარული დღე).
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით
სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს სს შატო მუხრანის ტერიტორიაზე, სოფელ მუხრანში.
- სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში;
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ავანსის ოდენობაზე გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შეჯამების ფაილი);
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
- სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც• გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზება უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@mukhrani.com
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას იგივე ელ-მისამართი.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 20 ივლისი, 16:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლაშა კოდუა
მობ: 577 320 116
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები