
ჩაბარების ვადა:
30 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1395 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება:
- A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი.
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.) - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქაღალდის მწარმოებელი ბრენდის შესახებ;
- შესასყიდი ქაღალდის ზუსტი აღწერილობა:
* A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
* ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
* დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
* ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
* წონა: 80 g/m2
* სინოტივე: 3.0 – 4.0 %
* სისქე: 104 – 110 μm
* გაუმჭვირვალობა: >94%
* სიკაშკაშე: 101 – 104%
* სითეთრე CIE: 155 – 158;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 20 მაისიდან - 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
- ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური ბიჯი ერთეულზე განისაზღვრება 0,05 ლარის ოდენობით;
- ქაღალდის მოწოდება უნდა მოხდეს 3 (სამი) ეტაპად, შემდეგი განსაზღვრული თარიღების მიხედვით:
* I ეტაპი – 2016 წლის 10 ივნისი – 30 000 შეკვრა;
* II ეტაპი – 2016 წლის 10 აგვისტო – 30 000 შეკვრა;
* III ეტაპი – 2016 წლის 10 ნოემბერი – 30 000 შეკვრა; - თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #29ა. ნიმუშები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
- გთხოვთ, ერთეული შეკვრის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1-ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 მაისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=589&lang=geo