ჩაბარების ვადა:

25 ივლისი 2022, 15:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T13963 - ტენდერი სამშენებლო ტექნიკით (ექსკავატორებით) მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, /203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამშენებლო ტექნიკით (ექსკავატორებით) მომსახურებაზე.

დასაქირავებელი ტექნიკის რაოდენობა და ტექ. მახასიათებელი-დავალება:

დანართ N1-ში მოცემულია დასაქირავებელი ტექნიკის დასახელება, რაოდენობა და შენიშვნა სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით.

  • დანართი 1 (ექსელის ცხრილში sheet 1) - სამშენებლო ტექნიკით მომსახურება

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე.

პრეტენდენტის ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • ინფორმაცია პრეტედენტის შესახებ (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)

შენიშვნა:

  • ტენდერში წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.

სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • დამკვეთი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 25 ივლისი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge 
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ივლისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა