ჩაბარების ვადა:

2 აგვისტო 2022, 15:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T13967 - ტენდერი გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში, ნივუსის ჭების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 2 აგვისტო, 15:00 სთ;

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში, ნივუსის ჭების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. 

კონკურსი ტარდება 1 ლოტად შემდეგ პროექტებზე: 

  • ქუთათელაძის ქ. N15-ის მიმდებარედ წყალსადენის d=1400 მმ ფოლადის მილზე 3 ადგილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • სვირის ქუჩაზე წყალსადენის d=900 მმ თუჯის მილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • იუნკერის ქ. ნაკ. 81.01.06.430-ის წითელ ხაზებში გამავალი წყალსადენის d=225 მმ პოლიეთილენის მილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • ანდრონიკაშვილის ქ. N1ა-ის მიმდებარედ წყალსადენის d=900 მმ ფოლადის მილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის  მოწყობა
  • აღმაშენებლის ხეივანი N66-ის მიმდებარედ წყალსადენის d=150 მმ ფოლადის მილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • დიდგორის ქუჩაზე წყალსადენის d=150 მმ ფოლადის მილზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • დაბა კოჯორი, ნიკოლოზ თევზაძის ქუჩა, N 11-ის მიმდებარედ  წყალსადენის მილებზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • ლიბანი ქუჩა ნაკ-01.11.03.004.054-ის  მიმდებარედ  წყალსადენის d=1200 მმ ფოლადის მილზე  ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • სოფ. შინდისი, წავკისის ხევის ქუჩა, N 36-ის მიმდებარედ  წყალსადენის მილებზე ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა
  • ჯანელიძის ქუჩა #33-ში წყალარინების კამერის მოწყობა

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში, ნივუსის ჭების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა მოცემული პროექტების შესაბამისად.

განსაკუთრებული მოთხოვნა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ უნდა უზრუნველყოს მასალების გატანა ქვემოთ დასახელებული „დამკვეთის“ საწყობ(ებ)ის მისამართებიდან
  • პოლიეთილენის მილები, პოლიეთილენის მასალა, ფოლადის მასალა - წყალსადენის ქ. N7 და ფეიქრების ქ. N14;
  • ფოლადის მილები - იუმაშევის ქ. N14 (ლილოს ) და ნატახტარი (მცხეთა-კობის ტრასა, 200 მეტრი);
  • მასალის დასატვირთი ამწე, საჭიროების შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიყვანოს საწყობში თავად.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საშემსრულებლო დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტენდერზე თანდართული საშემსრულებლო დოკუმენტაციის ნიმუშების შესაბამისად, რომელთა ცვლილება დაუშვებელია;

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ტენდერში თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს გლდანი-ნაძალადევის და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებში.
  • სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ტენდერზე თანდართულ „შეჯამების“ ფაილში;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ხარჯთაღრიცხვები ტენდერზე თანდართული ფორმით (ექსელში);
  • შენიშვნა: აუცილებლად უნდა განფასდეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ყველა ის პუნქტი, რომელსაც აწერია „კონტრაქტორის მასალა“ და „კონტრაქტორის მომსახურება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (შეჯამების ფაილი);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სრულად შევსებული სამუშაო გეგმა-გრაფიკები (სატენდერო დრაფტ ფაილებში მოცემული გეგმა-გრაფიკის ნიმუშის მიხედვით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.9 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 2 აგვისტო, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
რეაბილიტაციის ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
გიორგი ვეშაპიძე,
მობ: +995 595 33 93 30,
E-mail: gveshapidze@gwp.ge

საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

ჯანელიძის ქ 33 წყალარინება (კამერა) სატენდერო ჯანელიძის ქ 33 წყალარინება (კამერა) სატენდერო
ჯანელიძის 33 ჯანელიძის 33
ხელშეკრულება ხელშეკრულება
შინდისი რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსების მონტაჟი შინდისი რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსების მონტაჟი
შინდისი მიმდებარედ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო შინდისი მიმდებარედ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო
შეჯამება მოთხოვნილი პირობები შეჯამება მოთხოვნილი პირობები
ქუთათელაძის ქ 15 მიმდებარედ ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა სატენდერო ქუთათელაძის ქ 15 მიმდებარედ ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა სატენდერო
ქუთათელაძის ქ 15 მიმდებარედ ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა (3 ცალი) ქუთათელაძის ქ 15 მიმდებარედ ნივუსის ტიპის ხარჯმზომის მოწყობა (3 ცალი)
სვირის ქუჩაზე წყალსადენის d=900 მმ ქსელი სვირის ქუჩაზე წყალსადენის d=900 მმ ქსელი
სვირის ქუჩაზე წყალსადენის d=900 მმ ქსელი სვირის ქუჩაზე წყალსადენის d=900 მმ ქსელი
სატენდერო დრაფტ ფაილები სატენდერო დრაფტ ფაილები
ლიბანის ქ ნიუსის ჭის მოწყობა ლიბანის ქ ნიუსის ჭის მოწყობა
ლიბანის ქ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო ლიბანის ქ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო
კოჯორში-რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო კოჯორში-რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსის ჭის მოწყობა სატენდერო
კოჯორში რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსის ჭის proeqti კოჯორში რეზერვუარის მიმდებარედ ნიუსის ჭის proeqti
კვესეთი-ბეთანია კვესეთი-ბეთანია
კვესეთი-ბეთანია სატენდერო კვესეთი-ბეთანია სატენდერო
ვაშლიჯვარი-150-დიდგორი სატენდერო ვაშლიჯვარი-150-დიდგორი სატენდერო
ვაშლიჯვარი 150 დიდგორის ქ ვაშლიჯვარი 150 დიდგორის ქ
აღმაშენებლის ხეივანი აღმაშენებლის ხეივანი
აღმაშენებლის ხეივანი სატენდერო აღმაშენებლის ხეივანი სატენდერო
ანდრონიკაშვილი ანდრონიკაშვილი
ანდრონიკაშვილი სატენდერო ანდრონიკაშვილი სატენდერო
016-BID-22 სატენდერო განაცხადი 016-BID-22 სატენდერო განაცხადი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 ივლისი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა