ჩაბარების ვადა:
10 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14067 - ტენდერი 100 ცალი ხილ-ბოსტნის თაროს შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს 100 ცალი ხილ-ბოსტნის თაროს შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- ზომა: 1630X1250 სმ (დეტალური ზომები იხ. ნახაზზე);
- ფერი: RAL 6018;
- თაროს აწყობა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ორმხრივად (გონდოლა), ისე ცალმხრივად (კედლის);
რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- გთხოვთ, ფასი წარმოადგინოთ თაროს შემადგენელ თითოეულ ნაწილზე ცალ-ცალკე (მაგ: ბოძი, ფეხი, თარო და ა.შ.), ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა,მასალა და სხვა.);
- ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს თარო;
- ფასის დაფიქსირები 1 წლის ვადით;
- შესყიდვა: ეტაპობრივად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 აგვისტო, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი