ჩაბარების ვადა:
3 აგვისტო 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT14081 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი და სპეციფიკაციები:
- ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვა ორ ლოტად დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად;
პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის) განთავსება დანართში (დანართი #2) მითითებულ მისამართებზე;
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე , შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დანართი #2-ში მითითებულ მისამართებზე; (ბანკის სერვის-ცენტრების მისამართები და დისპენსერების რაოდენობა არ არის სრული, შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს);
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 03 აგვისტო 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერები შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge ; მობ: 595 901 200 და სოფიო კალანდარიშვილი Sopio.Kalandarishvili@lb.ge; მობ: 599 86 03 43;
ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“.
- გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება ბანკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
დოკუმენტაცია
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #1 (ფასების ცხრილი)
დანართი #2 (ფილიალების მისამართები)
დანართი #2 (ფილიალების მისამართები)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი #3 (ხელშეკრულების შაბლონი)
სატენდერო განცხადება -ჰიგიენური პროდუქცია
სატენდერო განცხადება -ჰიგიენური პროდუქცია
ყველას ჩამოტვირთვა