4 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14088 - ტენდერი სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს მეგა ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
- სამშენებლო ბლოკის წყობა/შენების და კედლების შელესვის სამუშაოები (დანართი №1 - ტექნიკური დავალების შესაბამისად).
მოთხოვნა გამოცდილების შესახებ:
დაინტერესებულ პირს, მოცემული ტენდერით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები:
- კომპონენტი 1. ბლოკის შენება/წყობის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ - 250 000 ლარი.
- კომპონენტი 2. ლესვის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ - 250 000 ლარი.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 01.01.2019-დან წინადადების მიღების დამთავრების თარიღის (04.08.2022) ჩათვლით პერიოდს.
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- ხელშეკრულების ასლ(ებ)ი და სამუშაოების შესრულების/მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (საიდანაც შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსის და ღირებულებების იდენტიფიცირება), რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების ფაქტობრივი შესრულება, ასევე, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
- ინფორმაცია სატენდერო განცხადებისა ან CMR ნომრების მითითებით, თუ სამუშაოები შესრულებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის დაკვეთით.
ინფორმაცია დაინტერესებული პირის შესახებ, რაც უნდა მოცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- სამართლებრივი ფორმა;
- დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი / პირ. ნომერი;
- იურიდიული მისამართი / ფაქტ. მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
- ელ. ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
I ეტაპზე წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია ტენდერში მონაწილის შესახებ;
- გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტებს;
- სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ანგარიშსწორების პირობებს;
- ინფორმაციას გამოსაყენებელი ძირითადი მასალების შესახებ (დასახელება, აღწერილობა, მწარმოებელი და წარმოშობის ქვეყანა).
II ეტაპი.
მონაწილე კომპანიას/პირს I ეტაპის წარმატებით გავლის შემდგომ გაეგზავნება შეტყობინება, რომლის თანახმად მითითებულ ვადაში დამატებით წარმოსადგენი იქნება:
- შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა (ფასების ცხრილი);
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
თანდართული დოკუმენტი: დანართი №1.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შეთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 04.08.2022,18:00 საათი.
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: n.kochlashvili@mega.com.ge.
საკონტაქტო პირი:
ნანა კოჭლაშვილი;
მობ: 568 80 80 86.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები