ჩაბარების ვადა:

11 აგვისტო 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14096 - ტენდერი ტირიფონი ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაციააცხადებს ტენდერს ტირიფონი ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის შეკეთებაზე.
28/07-GIEC-S/Transformator-22

სამუშაოს დასახელება: ბჟუჟა ჰესის ძალოვანი ტრანსფორმატორის (35/6,3 კვ, 1800 კვა.) შეკეთება მომწოდებლის მასალით. ტრანსფორმატორს 35 კვ. გამომყვანში აღენიშნება ზეთის ჟონვები.

საჭიროა აღმოიფხვრას აღნიშნული დეფექტი და ტრანსფორმატორი შეყავნილი იქნას ექსპლუატაციაში.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • გაიზომოს ტრანსფორმატორის საიზოლაციო და სხვა საექსპლუატაციო მახასიათებლები.
  • შემოწმდეს ტრანსფორმატორში არსებული ზეთის ტექნიკური მახასიათებლები.
  • დაიშალოს ტრანსფორმატორის დაზიანებული 35 კვ გამომყვანი.
  • შეიცვალოს რეზინის შუასადებები.
  • აუცილებლობის შემთხვევაში შეიცვალოს სხვა დაზიანებული დეტალებიც.
  • შემოწმდეს გამომყვანის იზოლატორის ფიზიკური სიმთელეშეიცვალოს 35 კვ გამომყვანის იზოლატორი. (იმ შემთხვევაში თუ, მისი საიზოლაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლები აღარ აკმაყოფილებს, მასზე წაყენებულ მოთხოვნებს)
  • განხორციელდეს ტრანსფორმატორის ზეთის ფილტრაცია და შრობა, სეპარატორის საშუალებით.
  • აიწყოს ტრანსფორმატორი.
  • დაემატოს საჭირო ზეთის რაოდენობა ტრანსფორმატორის ავზში.
  • გაიზომოს ტრანსფორმატორის საიზოლაციო და სხვა საექსპლუატაციო მახასიათებლები.
  • ტირიფონი ჰესის ტ1 ტრანსფორმატორი ჩაირთოს წრედში 72 საათიანი საგამოცდო პერიოდით. 1 გენერატორიდან მაქსიმალურად შესაძლო სიმძლავრეზე.
  • საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ, ტირიფონი ჰესის ტ1 ტრანსფორმატორი მიღებული იქნას ექსპლუატაციაში.

შენიშვნა: ტრანსფორმატორის შეკეთების წინ და შეკეთების შემდგომ გაზომვების შესრულება შესაძლებელია დამკვეთის მიერ. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ცენტრალური ლაბორატორიის ტექნიკური პერსონალის მიერ.

თანდართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ ლაბორატორიული გაზომვის ოქმი და ტრანსფორმატორის ცალხაზოვანი სქემა.

სამუშაოს შესრულების ადგილი: გორის რაიონი, სოფ. ქვეში, ტირიფონი ჰესი.

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაციაიწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა:

  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 აგვისტო, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 28/07-GIEC-S/Transformator-22; წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: . თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge,
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598 760 796.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები