ჩაბარების ვადა:
4 აგვისტო 2022, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT14102 - ტენდერი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლისათვის საჭირო სხვადასხვა აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ჩანაცვლდა დანართი #1.
ტენდერის აღწერილობა:
ა.ა.ი.პ „აგროსერვისი“ (მის: საქართველო, თბილისი, ი.აბაშიძის N81) აცხადებს ტენდერს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლისათვის საჭირო სხვადასხვა აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის მიზნით და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.
დაფინანსების წყარო - IFAD
პროგრამა: „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“
პროექტი: DIMMA/QCBS-42
- ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იურიდიულ პირებს.
- ტენდერი გამოცხადებულია ერთ ლოტად.
- ანგარიშსწორების პირობები და ვადები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დასრულდეს არაუმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
- პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიის აპარატში, უნდა წარმოადგინოს: ერთ დახურულ კონვერტში, 2022 წლის 4 აგვისტოს 15:00 საათამდე განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე ან იგივე ვადაში გადმოაგზავნოს ამ განცხადების მე-9 პუნქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
- პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიის აპარატში, უნდა წარმოადგინოს: ერთ დახურულ კონვერტში, 2022 წლის 4 აგვისტოს 15:00 საათამდე განცხადების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე ან იგივე ვადაში გადმოაგზავნოს ამ განცხადების მე-9 პუნქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
- დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სატენდერო კომისიის აპარატის მეშვეობით შემდეგი ელექტრონული ფოსტით: ssosiashvili@agroservice.ge
სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ მოწოდებულია დანართად #1
ტენდერის კატეგორია:
- 77500000 მეცხოველეობასთან დაკავშირებული მომსახურებები