ჩაბარების ვადა:

8 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14128 - ფასთა გამოკითხვა CAT- ის დიზელის ძრავის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას CAT- ის დიზელის ძრავის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - CAT- ის დიზელის ძრავი
  • მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა და რაოდენობა იხილეთ დანართში #2
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 08.08.2022, 18:00 საათი.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი
პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული/რუსული/ინგლისური.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
  • სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, უდეფექტო.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ, წინასწარ შეთანხმებულ მოთხოვნებს, მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს აღნიშნული ნაწილები შესაბამისი პროდუქციით.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • დანართში #2 მოთხოვნილი მონაცემები (ივსება მონაწილის მიერ);

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1.
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т
+995 579 552 051.

ტენდერის კატეგორია:

  • 43600000 სამთო მრეწველობის, კარიერული დამუშავებისა და სამშენებლო მანქანების ნაწილები
  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები