ჩაბარების ვადა:

8 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14137 - ტენდერი პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ტენდერს პოლიეთილენის პარკების შესყიდვაზე.

ტენდერის გამოცხადების თარიღი: 2 აგვისტო, 2022.
ტენდერის დასრულების თარიღი: 8 აგვისტო, 2022 (18:00 საათი)

კომპანიის შესახებ:

  • შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა,  რომელმაც 27 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“  სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. 

განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის შიდა დიზაინის მიხედვით, დანართი N1-ს, დანართი N2-ის და დანართი N3-ის მიხედვით პოლიეთილენის პარკებით მომარაგება 2-3 კვირის ვადაში.

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს 5 ცალი ნიმუში ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს, 9 აგვისტოს 18:00 საათისა მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N 129. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება შესყიდვის პროცედურიდან. 

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესასყიდი პოლიეთილენის პარკების საორიენტაციო რაოდენობა 6 თვის ჭრილში წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
  • პოლიეთილენის პარკების დიზაინი წარმოდგენილია დანართი N2-ის და დანართი N3-ის სახით. 

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული  გადასახადები).

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

  • დამზადებული პოლიეთილენის პარკების მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ. მცხეთა, სოფ ქსანი.
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს სრულად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 25-30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე, არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-სა. 

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული პლატბოფრმის საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს ელ. პლატფორმის საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანის გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 50 ქულა;
  • შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი - 40 ქულა;
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი (დანართი #3-ის მიხედვით, სამივე გვერდი შევსებული) - 10 ქულა.

შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.1) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასადახის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები;

დამატებითი ინფორმაცია:
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;

ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129.. ტენდერის დასრულების შემდეგ, პრეტენდენტების მოთხოვნის შესაბამისად, ნიმუშები დაუბრუნდება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 8 აგვისტო, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.torchinava@tegetamotors.ge, საკონტაქტო პირი ანა ტორჩინავა, ტელ: 595521599.

ტენდერის კატეგორია:

  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი
  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აგვისტო 2022 დრო 14:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა