ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14160 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ფოლადის სახლი“ -ს მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან მწარმოებლებთან საქართველოში, თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ირანსა და აზერბაიჯანში, რაც განაპირობებს მასალის ფართო ნომერკლატურასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებელს.

კომპანია ,,ფოლადის სახლი'' იწვევს გადამზიდავ კომპანიებს, სატენდერო წინადადების წარსადგენად.

  • ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე(რუსთავი, თბილისი, ბათუმის მიმართულებით).
    (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი) 
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატვირთო მანქანები უნდა დააყენოს მითითებულ მისამართზე მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში. 
    ინვოისის გამოწერა უნდა მოხდეს საქონლის დატვირთვის დღეს.

გადასაზიდი ტვირთის რაოდენობა:

  • რუსთავი - თბილისი: 780 ტონა
  • რუსთავი - ბათუმი: 1820 ტონა
  • თბილისი - ბათუმი: 520 ტონა

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • კომპანიის რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • ფასების ცხრილი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი)
  • ანგარიშსწორების პირობები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • კომერციული წინადადების მიღება შესაძლებელია როგორც დახურული კონვერტით, მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით: a.berinashvili@poladissakhli.ge 
  • წინადადების მიღების ბოლო ვადა: 15.08.2022 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ:
a.bernashvili@poladissakhli.ge 

საკონტაქტო პირი:
ალექსანდრე ბერინაშვილი
599 04 24 84
გიორგი ღლიღვაშვილი
514 00 00 73

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები