
ჩაბარების ვადა:
8 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1420 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქციის სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს წარმოდგენილი პროცენტული ფასდაკლებები მის ქსელში არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით.
- მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული საწვავი არ უნდა შეიცავდეს ეთილს.
- მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასდაკლებული შეთავაზება უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელი ვალდებულია ატვირთოს დეტალური ინფორმაცია ჩიპების, ანუ მათი მონიტორინგის სისტემის შესახებ.
- მომწოდებელი ვალდებულია შემოთავაზებები დალუქული კონვერტით მოგვაწოდოს სს "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში (გაგარინის #29ა), კანცელარიის სამსახურში.
- ყოველთვიური სავარაუდო საწვავის მოხმარება (ლიტრებში): ბენზინი - 30000 ლიტრი; დიზელი - 23000 ლიტრი;
- დამკვეთის კუთვნილი ავტომანქანები სარგებლობენ ჩიპიანი და საწვავის პლასტიკური საბარათე სისტემით (Fill & Go);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 25 მაისიდან - 2016 წლის 8 ივნისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 1 წლის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- ფასდაკლების განხორციელება მოხდება გამყიდველის ავტოგასამართ სადგურზე, საწვავის ჩასხმის დღეს ნაჩვენები ფასის შესაბამისად;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მიაწოდოს ბანკს Excel-ის ფაილში ბანკის მხრიდან ჩარიცხული თანხის გაშიფრვა მანქანის ნომრების ჭრილში. აღნიშნული ფაილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას რეგიონების, მოხმარებული საწვავის ტიპის, ბენზინ-გასამართი სადგურის მისამართის, მოხმარების თარიღისა და დროის, მოხმარებული მოცულობის, ერთეულის ფასის და ჯამური თანხების შესახებ;
- მომწოდებელი ვალდებულია ელექტრონული ტენდერების ვებ-გვერდზე განათავსოს შეთავაზება პროცენტების სახით, მაგალითად: თუ მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლება არის 10%, ასეთ შემთხვევაში მომწოდებელმა შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწეროს 10; თუ ფასდაკლება არის 20% მაშინ გრაფაში უნდა ჩაწეროს 20 და ა.შ; საწვავის რომელიმე ტიპის არ ქონის შემთხვევაში, გთხოვთ შესაბამის გრაფაში ჩაწეროთ 0.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შესაბამის გრაფებში შეთავაზება მიუთითოთ რიცხვობრივად, პროცენტის (%) ნიშნის გარეშე, მაგალითად: 90% უნდა ჩაიწეროს 90; 80% - 80 და ა.შ;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=590&lang=geo