ჩაბარების ვადა:

19 აგვისტო 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14230 - ტენდერი პრინტერების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში, განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში სოფლის სამედიცინო ამბულატორიებისათვის პრინტერების შესყიდვის შესახებ, ტენდერში მონაწილეობისმისაღებად (თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციის შესაბამისად),  პროექტის:  პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

პროექტს მხარს უჭერს ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ღირებულება: შეკვეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარს, დღგ-სადა ტრანსპორტირების ღირებულების ჩათლით.

მიწოდების ადგილი: დუშეთისა და ზუგდიდის მუნიციპალური ცენტრები. ანგარიშსწორება: იწარმოებს ლარში. 

მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა მოხდეს 2022 წლის 25 სექტემბრისათვის.

შეფასების/შერჩევის კრიტერიუმები და თითო კრიტერიუმის ღირებულება %:

  • წინადადებისხარისხი/მოწოდებული დოკუმენტაციის სისრულე - 20%
  • შემოთავაზებისღირებულება - 30%
  • მიწოდებისდრო - 25%
  • საგარანტიოვადა - 25%

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებ და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები. შესყიდვის პროცესში CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს პროდუქციის ხარისხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქტის ეფექტიანობა. ასევე, მომწოდებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ სავარაუდო ზეგავლენას გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ენერგო-ეფექტურობა, შეკეთების უნარი, გარანტია, სიცოცხლისუნარიანობა და გადამუშავებადობა, პრინციპების გათვალისწინებით ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება”.  წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები: · შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული განაცხადის ფორმა, ქართულად და ინგლისურად (დანართი #1), PDF ფორმატში;· შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (დანართი #2), PDF ფორმატში;· შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, ბიუჯეტი (დანართი #3), PDF ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება.  წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 19 აგვისტო, 18:00 (საქართველოს დროით).

წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: “0808/2022 Bid – Printers for Rural Medical Ambulatories in Dusheti and Zugdidi Municipalities”. 

შენიშვნა:

  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე.
  • CCR იტოვებს უფლებას, გააუქმოს წინადადებების მიღება ნებისმიერ დროს.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები