ჩაბარების ვადა:
15 აგვისტო 2022, 18:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T14234 - ტენდერი ჭიათურაში ცენტრალური საწყობის შენობა/ნაგებობის დემონტაჟზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სელბაი ლიმითედი“ აცხადებს ტენდერს ჭიათურაში ცენტრალური საწყობის შენობა/ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.
პრეტენდენტის წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება);
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- სადემონტაჟო სამუშაოების გრაფიკი.
დემონტაჟი უნდა განხორციელდეს პროექტის და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
შეთავაზების ფასი:
- სასურველია დემონტაჟის შედეგად ამოღებული სამშენებლო მასალები გადაეცეს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (თანხა უნდა იყოს შემოთავაზებული კონტრაქტორი კომპანიის მიერ);
- აგრეთვე შესაძლებელია სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას მხოლოდ დემონტაჟზე და მოხდეს მეორადი მასალების დასაწყობება შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ტენდერში მონაწილეობა უფასოა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აგვისტო, 18:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებით კითხვებზე დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: გურამ კაკაურიძე
მობ: 577 55 62 10
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები