19 აგვისტო 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT14271 - ტენდერი 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის მეორადი ავტომანქანის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის მეორადი ავტომანქანის შესყიდვაზე, ფასების ცხრილის და დანართი #1-ს (ტექნიკური მახასიათებლები) შესაბამისად.;
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 აგვისტო, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების განყოფილების უფროსი თამარ მუჯირი, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@lb.ge ; მობ: 577 04 05 05;
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები