ჩაბარების ვადა:
29 აგვისტო 2022, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT14338 - ტენდერი აგს-ის საფირმო სტილში სარეკლამო გაფორმებაზე
ტენდერის პირობები
ლუკოილ ჯორჯია აცხადებს ტენდერს აგს-ის საფირმო სტილში სარეკლამო გაფორმებაზე.
თავი I. საერთო დებულებები
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
- გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობის დროს უნდა დაიცვას სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.
- შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კონტრაქტორის შეუფერხებელი დაშვება სამუშაოების შესასრულებლად.
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
- აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ყოველი ობიექტისთვის და რეზერვუარისთვის შესასრულებელი სამუშაოს კალკულაციას.
2. საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;
3. სატენდერო წინადადება
ტენდერში მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად აუცილებელი ყველა მასალისა და სამუშაოს ღირებულებას, დღგ-ს ჩათვით, აშშ დოლარში. გადახდა მოხდება სამუშაოების შესრულების შემდეგ და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 45-ე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
სატენდერო პროცედურები
ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 31 აგვისტო 2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს სათაო ოფისი.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 29 აგვისტოსა 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები