ჩაბარების ვადა:
17 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1448 - ტენდერი კონდენციონერული სისტემის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში)
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის შესყიდვაზე და მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).
შესასყიდი საქონლის და მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- სტანდარტულზე ზევით მაგისტრალის დაგრძელება 1 გრძივი მეტრის ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო მასალა: შესაბამისი კვეთის სპილენძის მილები, სადრენაჟე მილი, შესაბამისი ელექტრო კაბელი, საიზოლაციო მასალა და ა.შ.
- თბილისის, რუსთავის, მცხეთის ტერიტორიაზე მასალების ტრანსპორტირება არ ანაზღაურდება.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
- საგარანტიო მომსახურება (1 წელი).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 6 ივნისიდან – 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ მე-10 პუნქტში წარმოადგინოთ თვიური ჯამური ფიქსირებული ფასი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი მომსახურებები: (კონდიციონერის სრული გაწმენდა, ფრეონის დამატება, პლატის შეკეთება, ჩილერის გაწმენდა, სისტემის გადართვა, სისტემის დაპრესვა, ამწე კრანით მომსახურება, სამივლინებო ფასი და ა.შ.);
- გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 17 ივნისი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=598&lang=geo