ჩაბარების ვადა:

6 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14494 - ტენდერი ასფალტო-ბეტონის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ასფალტო-ბეტონის შესყიდვაზე.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული საქონელი თანხვედრაში უნდა იყოს დანართი N5-ით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან
  • ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის დასრულების დღეს არსებული დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის და ბიტუმის ფასის მიხედვით;
  • ხელშეკრულების ფასი დაექვემდებარება ცვლილებას, მხოლოდ ბიტუმის ფასის/დოლარი-ლარის გაცვლითი კურსის დასაბუთებული ცვლილების საფუძველზე. აღნიშნული გარემოების დასაბუთების მიზნით გამყიდველის მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას ყოველი თვის 25 რიცხვამდე მიმდინარე თვის ბიტუმის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი), სადაც აღნიშნული უნდა იყოს „გამყიდველის“ მიერ შეძენილი ბიტუმის ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო თვის „საქონლის“ შესყიდვის ფასს,რომელიც უცვლელი უნდა იყოს მომდევნო ერთი თვის ვადაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმწოდებლის მხირდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს შესაბამისი ჯარიმა. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ასფალტო-ბეტონის შესყიდვა დანართი N2-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.
  • შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები. შემსყიდველი ასევე იტოვებს უფლებას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული წლიური რაოდენობა გაყოს მინიმუმ ორ მომწოდებელს შორის.
  • დანართი N3-ში მოცემულია სტატისტიკა ასფალტო-ბეტონის შესყიდვის წლიური რაოდენობა, საშუალო დღიური და საშუალო რაოდენობა.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება და მოწოდების მოცულობა დანართი N1-ისა და დანართი N2-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 საათში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • მიწოდების ადგილი: მწარმოებლის ქარხნის ტერიტორია

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა:

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის ქარხანაში.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (დანართი N4-ში მოცემული ფორმით) 35,000 ლარის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1);
  • საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული დეტალები (დანართი N2);
  • ბიტუმის ფასის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული წინამდებარე ტენდერის მიმდინაროების პერიოდში;
  • წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ სერთიფიკატი (მაგ: ასფალტის წარმოების რეცეპტი, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ);
  • ქარხნის/საწყობის მისამართი.
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა ტენდერითა და ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებულ პირობებზე, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 6 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1146); 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა