ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14499 - ტენდერი ჟინვალის ჰესის კაშხლის, მისი მარცხენა ფერდის და ზედაპირული წყალსაშვის არხის გეოფიზიკური კვლევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი, 18:00.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, საიდენტიფიკაციო კოდი: 203826002) იწვევს მონაწილეობის მისაღებად (ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენად) კვალიფიციურ პრეტენდენტებს, შემდეგი სამუშაოს შესრულებისათვის: ჟინვალის ჰესის კაშხლის, მისი მარცხენა ფერდის და ზედაპირული წყალსაშვის არხის გეოფიზიკური კვლევა.

ინსტრუქცია:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი გაუთქმელობის შეთანხმება, რომელიც მოცემულია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N2-ში.  
  • სატენდერო წინადადებების (ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების) წარდგენა უნდა განხორციელდეს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინსტრუქციების დაცვით;
  • წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 12 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • ფინანსური შეთავაზების და განფასების მომსაზებისას გამოსაყენებილი ვალუტა არის ევრო. შეთავაზების ჯამური ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს გადასახადების ჩათვლით (მათ შორის დღგ-ს);
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს 90 კალენდარულ დღეს, წინადადებების მიღების ბოლო ვადიდან;
  • დამკვეთი უფლებამოსილია დააწესოს და განსაზღვროს ტენდერის ვადები, შეცვალოს სატენდერო პირობები, მოახდინოს პრეტენდენტების ინფორმირება დროულად, ან/და შეწყვიტოს სატენდერო პროცედურა, გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერ დროს;
  • დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომისია მოახდენს წინამდებარე ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენას, ამავე დოკუმენტში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასება განხორციელდება, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური შეთავაზებების განხილვის საფუძველზე;
  • დამკვეთი უფლებამოსილია შეარჩიოს კონტრაქტორი გამოცდილების, სამუშაოების შესრულების ვადისა და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ამავდროულად არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე შეთავაზება;
  • დამკვეთი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს მიაწოდოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ან/და შეფასების პროცესის შესახებ ინფორმაცია;  
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერი ინფორმაციის, რომელიც მიღებულ იქნა პრეტენდენტისგან, გადამოწმება და ასევე მიიღოს პრეტენდენტისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია; არასწორი, ფალსიფიცირებული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
  • დასუზტებების მოთხოვნა და შეკითხვები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით ფორმატში, და ამ მიზნებისათვისათვის გამოყენებულ უნდა იქნას tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • მიუღებელია ნებისმიერი ზეპირი მოთხოვნა;
  • დამკვეთი არ აგებს პასუხს იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულ იქნა სხვა წყაროებიდან;
  • სატენდერო პროცედურაში მონაწილეობის მიღებისათვის, პრეტენდენტი უნდა იყოს დარეგიტრირებული www.tenders.ge საიტზე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია განთავსებულია www.tenders.ge, დანართის სახით;

ტექნიკური დავალება:

  • ტექნიკური დავალება მოცემულია ცალკე ფაილად დანართ N 1-ს სახით.

წინადადების წარდგენის მომენტისათვის, პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს რომ არ იმყოფება:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

რომელიმე ზევით მითითებულის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი გაეთიშევა შერჩევის პროცეს.

სატენდერო წინადადების ფორმატი და საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

  • ტექნიკური და ფინანსური შეთავაზების წარდგენა უნდა მოხდეს ქვემოთ მოცემული სტრუქტურისა და ინსტრუქციების შესაბამისად: 

ტექნკური კრიტერიუმები:

  • პრეტენდენტის ზოგადი ინფორმაცია- უნდა მოიცავდეს როგორც კომპანიის ისტორიას, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე თანამშრომელთა რაოდენობას და შესრულებული სამუშაოების შესახებ შეჯამებას ( მაქს. 1 გვერდი).  
  • შესაბამისი საპროექტო გამოცდილება - მინიმუმ სამი მსგავსი პროექტის შესრულების აღწერილობა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაო ლოკაციას, დამკვეთს და მიმდინარე პროექტთან შესაბამისობას/რელევანტურობას. დამკვეთს აქვს უფლება მოითხოვოს, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების კონტრაქტის ასლების,მიღება-ჩაბარებების აქტების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის წარდგენა.
  • რეკომენდაციები – მინუმუმ სამი რეკომენდაცია, რომელშიც მოცემული უნდა იყოს კომპანიის სახელწოდების, საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი;
  • ქვეკოტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კომპანიის სახელწოდებას, მისთვის განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალს და კვალიფიკაციის აღწერას;
  • მოსაწოდებელი სამუშაოს აღწერა აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოს დეტალური აღწერა, სამუშაოს მოცულებების ჩათვლით, წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, გამონაკლისები, პირობები და დაშვებები;
  • ტექნიკური გუნდი- აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოს შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია (ჩართულ პირთა რაოდენობა, მათ შორის სამუშაოსა და პასუხისმგებლობის გადანაწილება, საკომუნიკაციო სტრუქტურა და ჩართულ პირთა რეზიუმეები (მოთხოვნის შემთხვევაში)). პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს თითოეული შემოთავაზებული პირის ექსპერტიზის სფერო და ასევე მიუთითოს, რომელ პირს ექნება მთავარი პასუხისმგებლობა პროექტის სხვადასხვა ამოცანების შესრულებაზე. ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი და შესაბამისი გამოცდილება იმ სფეროში, რომლისთვისაც მათ შესთავაზებენ მომსახურების გაწევას. ტენდერის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები ადგილობრივად იქნებიან ხელმისაწვდომები, სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი ვადის განმავლობაში;
  • სამუშაოს შესრულების ვადა – სამუშაო დღეები რაოდენობა, რომელიც საჭიროა შესასყიდი მომსახურების შესრულებისათვის, დეტალურ გეგმა გრაფიკთან ერთად;
  • ტექნიკური შეთავაზება/შეთავაზებული მეთოდის დეტალური მეთოდოლოგია- რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თუ რა მეთოდით გეგმავს პრეტენდეტი სამუშაოს შესრულებას, როგორ გეგმას სხვადასხვა ტესტების ჩატარებას და ასევე როგორ აპირებს სერვისის მიწოდებას, საჭირო მონაცემების მოპოვებისათვის და ანგარიშების მომზადებისათვის;
  • გამოსაყენებელი აღჭურვილობის ჩამონათვალი- სხვადასხვა აღწურვილობისა და ტექნიკური შეირაღების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მონაცემთა დამუშავებისათვის საჭირო ხელსაწყოების სია. აღნიშნულ სიას თან უნდა ერთვოდეს პრეტენდენტის წერილი, რომელიც დაადასტურებს სიაში მოცემული აღჭურვილობის ხელმისაწვდომლობას, სამუშაოს შესრულების პერიოდში;
  • ფინანსური შეთავაზება- აღნიშნულ ნაწილში მითითებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულების ჯამური თანხა, ასევე  კონკრეტული ტარიფების შესახებ ინფორმაცია. დამატებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გადახდის გრაფიკი და პირობები, სამუშაოს მოცულობების ხარჯთაღრიცხვასთან ერთად;

პრეტენდენტის კომერციული შეთავაზება სრულად უნდა ფარავდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს და უნა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: 

ფასწარმოქმნა- უნდა იყოს ან ფიქსირებული ან კორექტირებადი, ასეთის შემთხვევაში დეტალური აღწერით თ რა შემთხვევაში შემცირდება ან გაიზრდება ფასი. ფასის ცვლილებისა და/ან კორექტირების ყველა შესაძლებლობა წინასწარ უნდა განისაზღვროს პრეტენდენტის მიერ და ასევე  ცალკე უნდა იქნას მითითება რომელია  ანაზღაურებადი ხარჯები.

გადახდის პირობები: სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნილი და შემოთავაზებული გადახდის პირობები, და თუ  დაშვებული იქნება გადახდის ალტერნატიული მეთოდები, რა გავლენას მოახდენს წინადადებაზე, რომელიც განიხილება შეფასებისას.

პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორის მართვის გეგმა, რომელიც მოცემულია ცალკე ფაილში დანართ N3- ს სახით.

შენიშვნე: კაშხლისა და საკვლევი უბნის რუქები გაზიარებული იქნება პრეტენდენტებთან, მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

გადახდის პიროებები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია 20-25% ავანსის გაცემა.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • შეთავაზებების განხილვის შემდეგ დამკვეთი გაუგზავნის ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას, მის მიერ შერჩეულ პრეტენდენტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტთა ვერ მოხეხრდა შეთანხმების მიღწევა სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, დამკვეთი უფლებამოსილია გააგრძელოს მოლაპარაკება, შემდეგ პრეტენდეტთან, რომლის წინადადებაც ჩაითვლება მისაღებად. 

უსაფრთხოების წესები:

  • სატენდერო წინადადების ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა დაასტუროს, რომ ის, მის მიერ შემოთავაზებული შრომითი ძალა, ასევე ქვე-კონტრაქტორები მზად არიან შეასრულონ დამკვეთის, ასევე საქართველოში არსებული/მოქმედი  უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები. პრეტენდენტი, რომელსაც გაუფორმდება ხელშეკრულება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი თანამშრომლები და მოახდინოს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმების დაცვა, დამკვეთის „საიტზე“ სამუშაოს შესრულების პროცესში. 

კონფიდენციალურობა:

  • წინამდებარე ტენდერის ყველა დოკუმენტი, სპეციფიკაცია, გეგმა, ნახაზი და დანართი არის დამკვეთის საკუთრება. პრეტენდენტებს არ აქვთ უფლება გადასცენ/გაავრცელონ/გაავრცელონ ისინი მესამე მხარეს ან გამოიყენონ ისინი რაიმე მიზნით, გარდა ამ წინადადების მომზადებისა.
  • დამკვეთის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი და პრეტენდენტებისთვის მიცემული ინფორმაცია განიხილება, როგორც კონფიდენციალური და ამ კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებელნი არიან როგორც დამკვეთი, ასევე პრეტენდენტები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: 555 68 93 98

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 სექტემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა