ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14536 - ტენდერი ვიდეო სამეთვალყურეო და განათების სისტემის მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს მოსავალი“ აცხადებს ტენდერს მოცვის ბაღის ტერიტორიის ვიდეო სამეთვალყურეო და განათების სისტემების მოწყობაზე 01/09-MOS-S/CCTV-22.

სამუშაოს დასახელება: ვიდეო სამეთვალყურეო და განათების სისტემის მონტაჟი შემსრულებლის მასალით არსებული პროექტის მიხედვით.

თანდართული დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში. 

სამუშაოს შესრულების ადგილი: ზუგდიდის რაიონი, სოფ. ნარაზენი. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა:

  • დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა:

  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 12 სექტემბერი, 17:00 საათი;
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 01/09-MOS-S/CCTV-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ალექსანდრე ნარსია
საკონტაქტო ნომერი: 574 45 45 00

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები