ჩაბარების ვადა:

12 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14567 - ტენდერი პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია გაზი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 6 სექტემბერი 2022 დრო 17:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 სექტემბერი 2022 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" (202403121) აცხადებს ტენდერს პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგზე. 

ტრენინგის მოთხოვნა:

  • სრულად აკრედიტებული პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები;
  • მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით შესაბამისი ნებართვა;
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ტრენინგს დაესწრება 150 მსმენელი,
  • რუსთავი-20 მსმენელი
  • ყვარელი-20 მსმენელი
  • ზუგდიდი-20 მსმენელი
  • ქუთაისი- 35 მსმენელი
  • გორი- 35 მსმენელი
  • ბათუმი- 20 მსმენელი
  • ხოლო სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგს-60 მსმენელი ქ. თბილისში;
  • ტრენინგი უნდა ჩატარდეს: რუსთავში, ყვარელში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში;
  • ტრენინგზე დამსწრეთა გადანაწილება მოხდება შემდდეგნაირად: წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ინვოისის სახით და აუცილებლად მოიცავდეს პროგრამის სრულ ვადასა და გადახდის პირობებს. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 5

მოგესალმბით, ხელშეკრულებიდან რა პერიოდში უნდა შესრულდეს სამუშაო ?

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

სექტემბრის ბოლომდე

მიმწოდებელი 4

სამედიცინოს მიმართულებით ტრენინგების აუდიტორიას უზრუნველყოფს სოკარი, ყველა მოთხოვნილ ლოკაციაზე ხომ? (რუსთავი-20, ყვარელი-20 მსმენელი, ზუგდიდი-20 მსმენელი, ქუთაისი- 35 მსმენელი, გორი- 35 მსმენელი, ბათუმი- 20) მსმენელი). გთხოვთ, დაგვიდასტუროთ.

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

დიახ

მიმწოდებელი 4

ტრენინგის ენა ქართული ხომ? გთხოვთ დაგვიდასტუროთ.

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

დიახ

მიმწოდებელი 4

1. სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი (60 მსმენელი) მხოლოდ თბილისში უნდა ჩატარდეს თუ რეგიონებსაც მოიცავს? თუ რეგიონებსაც მოიცავს, გთხოვთ დაგვიზუსტოთ მსმენელთა რაოდენობა თითოეულ ლოკაციაზე. 2. მოთხოვნილი სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო საბაზისო სწავლებას და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირს? გთხოვთ, დააზუსტოთ. 3. სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი სოკარის ტერიტორიაზე ჩატარდება თუ ტრენინგის სივრცე ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ? 4. პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სოკარის ტერიტორიაზე ჩატარდება თუ ტრენინგის სივრცე ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ?

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

1. 60 ვე თბილისში, აგრეთვე შესაძლებელია თბილისში 30 მსმენელი და 30 მსმენელი ქუთაისში 2) დიახ. 3-4) სახანძროს თრენინგებითვის აუდიტორია თქვენ უნდა უზრუნველყოთ "თბილის"ში ხოლო სამედიცინოს მიმართულებით ტრენინგების აუდიტორიას უზრუნველყოფს სოკარი.

მიმწოდებელი 3

მოგესალმებით, თუ შეიძლება განგვიმარტეთ 1. კონკრეტულად რას გულისხმობს სრულად აკრედიტებული პროგრამა? 2. კონკრეტულად რა იგულისხმება მონაწილის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით შესაბამისი ნებართვა

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს ტრენინგის ჩატერების შესაბამისი უფლება-აკრედიტაცია

მიმწოდებელი 3

მოგესალმებით, თუ შეიძლება განგვიმარტოთ 1. კონკრეტულად რას გულისხმობს სრულად აკრედიტებული პროგრამა? 2. კონკრეტულად რა იგულისხმება მონაწილის სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით შესაბამისი ნებართვა.

მიმწოდებელი 2

გთხოვთ მოგვწეროთ: 1. რეგიონებში ტრენინგებისთვის დარბაზს ვინ უზრუნველყოფს? 2. მოითხოვება თუ არა ტრენინგების დროს ლანჩი ან სასმელები? მითითებულ კურსებზე ეროვნული აკრედიტაცია არ გაიცემა. გთხოვთ დააკონკრეტოთ რა სახის აკრედიტაციას ან სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს ითხოვთ. მადლობა

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

2) ლანჩი და საუძმე არ გაითვალისწინოთ, 3) მონაწილე კომპანიას უნდა ქონდეს ტრენინგის ჩატარების შესაბამისი უფლება

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

თბილისის შემთხვევაში დარბაზი თქვენ უნდა უზრუნველყოთ, ხოლო რეგიონებში ჩატარდება სოკარი ოფისებში

მიმწოდებელი 2

სახვდასხვა ლოკაციებზე დარბაზებს ვინ უზრუნველყოფს? სახანძრო უსაფრთხოების კურსზე 60 ადამიანია მითითებული, ეს ერთ სესიაში იგულისხმება თუ ნაწილდება?

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

დიახ ერთიანად უნდა ჩაუტარდეს სესია

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

მოგესლმებით, ფასში უნდა შედიოდეს დარბაზის ხარჯი.

მიმწოდებელი 1

გამარჯობა, ადგილებზე სალექციო დარბაზები ჩვენ უნდა უზრუნველყოთ თუ სოკარს აქვს?

სოკარ ჯორჯია გაზი
სოკარ ჯორჯია გაზი

რეგიონებში ყველგან შეგვიძლია ჩვენს ოფისებში. გორის მაგივრად ჩატარდება მცხეთაში