ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2022, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T14582 - ტენდერი ვებ-გვერდის დიზაინის და სტრუქტურის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს Construction Service წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ფოლადის კონსტრუქციების დამზადებას და სამშენებლო სამუშაოებს, როგორიცაა, ინფრასტრუქტურული პროექტები, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობა-ნაგებობები, ლოჯისტიკური ცენტრები, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, ხიდები და სხვა. კომპანიას გააჩნია საკუთარი წარმოება მყარი ტექნიკური ბაზით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-მექანიზმებით და ფლობს ავტოპარკს, მასში შემავალი 200 მდე სატრანსპორტო საშუალებით, როგორც მსუბუქი, ასევე, მძიმე სამონტაჟო-სამშენებლო ტექნიკა და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის საშუალებები.

ტენდერის აღწერილობა:

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 13.09.2022 -ის 16:00 საათამდე 

  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ენა: ქართული
  • კომპანიის დასახელება, განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკვიზიტები
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
  • ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა)
  • ფასი
  • დამზადების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა
  • ვებ-გვერდის დიზაინის მონახაზი შინაარსობრივად და გრაფიკულად

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: t.tsaguria@cs.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72300000 მონაცემთა მომსახურება

დოკუმენტაცია