ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14619 - ფასთა გამოკითხვა რუსთავის ცეოლიტის პროექტისთვის რკინაბეტონის კონსტრუქციისა და საძირკვლების მშენებლობის სამუშაოზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ფასთა გამოკითხვას რუსთავის ცეოლიტის პროექტისთვის რკინაბეტონის კონსტრუქციისა და საძირკვლების მშენებლობის სამუშაოზე.

ჰაიდელბერგცემენტი გეგმავს რუსთავის ცემენტის ქარხანაში ცეოლიტის მიწოდების ხაზის პროექტის განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით საჭირო ხდება ბუნკერისა და ლენტური კონვეიერის მონტაჟი. ამ ფასთა გამოკითხვის საგანს წარმოადგენს, ბუნკერისა და ლენტური კონვეირის საძირვლებისა და ფანდუსის მშენებლობა მიწოდებული კონსტრუქციული პროექტის  შესაბამისად.

ჰაიდელბერგ ცემენტის ჯგუფი არის ერთერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე და საქართველოში წარმოადგენს ცემენტისა და ბეტონის ყველაზე მსხილ მწარმოებელს. მსოფლიოს მაშტაბით კომპანიას ყავს 60,000 დასაქმებული 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მეტი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: www.heidelbergcement.com

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი ამ სამუშაოების და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა შემდეგია:

  • გრუნტის ექსკავაცია.
  • ბალასტის ფუძის მოწყობა.
  • რკინაბეტონის საძირკვლისა და რკინაბეტონის ფანდუსის მშენებლობა.
  • გრუნტის უკუჩაყრა.

შემსრულებელმა მშენებლობის ყველა ეტაპზე უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ყველა სხვა ადგილობრივი კანემდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტი, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.

შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს ყველა მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს. 

აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.

აუცილებელია ბეტონი იყოს - ჰაიდელბერგცემენტის

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

კომპანიის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს.

დეტალურ კომერციულ წინადადებას, მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.

სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმაგრაფიკი

წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 2022 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საათი, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადება შემდეგ მისამართზე: HeidelbergCement Georgia Ltd 21 ალ. ყაზბეგის გამზირი 0160 თბილისი, საქართველო.

ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ვლადიმერ სულგულაძე
მობ: 591 450 230
ელ. ფოსტა: 
dato.chabradze@heidelbergcement.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები