10 ოქტომბერი 2022, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT14636 - ტენდერი ღონისძიებებისა და საგამონფენო სტენდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის „ეთნოფესტის“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს ღონისძიებებისა და საგამონფენო სტენდის შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ (BSB -1130) ფარგლებში ჩატარდება
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის თბილისის მხატვრული რეწვისა და დიზაინის IV საერთაშორისო სამიტ - „ეთნოფესტ-2022“ ის ფარგლებში პროექტში მონაწილე სამი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი) საგამოფენო სტენდის მოწყობა, მასტერკლასების/სემინარებისა და საჯარო პრეზენტაციების უზრუნველყოფა.
მხატვრული რეწვისა და დიზაინის IV საერთაშორისო სამიტ - „ეთნოფესტ-2022“გაიმართება თბილისში 14,15,16 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში.
ტენდერში მონაწილე კომპანიას ევალება:
- 2022 წლის 13,14,15,16,17 ოქტომბერს ექსპოჯორჯიას ერთ-ერთ პავილიონში პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება“ ფარგლებში მონაწილე სამი ქვეყნის საგამოფენო სივრცის მოწყობა და გამართული ფუნქციონირება;
- საჯარო პრეზენტაციისა და სემინარის მოწყობა შესაბამისი საინფორმაციო და სხვა საჭირო მასალისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფით;
- პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრების უზრუნველყოფა;
- ცალკეული ქვეყნისთვის მასტერკლასების მოსაწყობად, როგორც სივრცის ასევე
გამართული ტექნიკური უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მოგვაწოდოთ ხარჯთაღრიცხვის დანართი excel-ის ფაილით;
- წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ);
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
გამარჯვებულის გამოვლენა:
სატენდერო კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ფასი
- მომსახურების ხარისხი
- მოქნილობა
- გამოცდილება
მიმწოდებელმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა,
გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.) - სრულყოფილად მომზადებული ხარჯთაღრიცხვა;
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- ტენდერში მონაწილე კომპანიები ინფორმირებული იქნებიან ტენდერის შედეგების შესახებ;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში,
სატენდერო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 10 ოქტომბერი - 18:00 საათი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: mariamk@gaccgeorgia.org; natiat@gaccgeorgia.org; ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონზე 995 32 2931335 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები