ჩაბარების ვადა:

29 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14667 - ტენდერი ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
  • პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი  დოკუმენტი.    
  • პრეტენდენტთან დასაქმებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია შემოთავაზებული Wi-Fi წვდომის წერტილის  კონტროლერის და A ტიპის Wi-Fi წვდომის წერტილის მწარმოებლის მიერ გაცემული

ინჟინრის სერთიფიკატი, არანაკლებ ერთი თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია შემოთავაზებული A ტიპის კომუტატორის და A ტიპის მარშუტიზატორის მწარმოებლის მიერ გაცემული ექსპერტის დონის სერტიფიკატი.

  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმებას კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი ქსელური მოწყობილობების შესყიდვაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 29 სექტემბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ბაჩა ხოფერიას
ელ. ფოსტა: Bacha.Khoperia@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1119). მობ: 577614002

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძეს
ელ. ფოსტა: Irakli.mikadze@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32400000 ქსელები