ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14677 - ტენდერი ჰელიოსისტემის ინსტალაციაზე საბავშვო ბაღის შენობაში

ტენდერის აღწერილობა:

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ აცხადებს ტენდერს ჰელიოსისტემის ინსტალაციაზე საბავშვო ბაღის შენობაში. ტენდერი ცხადდება პროექტის „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ მიმდინარე პროექტის საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) ფარგლებში.

ტენდერის ფარგლებში შერჩეული იქნება კონტრაქტორი, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს ტენდერის ფარგლებში წარდგენილი მოთხოვნები.

ტენდერის აღწერილობა:

  • ქ. ტყიბულის N1 საბავშვო ბაღის სველი წერტილების აღჭურვა ჰელიოცხელწყალმომარაგების სისტემით, რომლის ავტომატური უზრუნველყოფის მოწყობილობის (ცხელი წყლის მიმწოდებელი ტუმბო, ცირკულაციის ტუმბო, საბოილეროს განათება, სხვ.) ელექტროობით კვება მოიაზრება (სიმძლავრით არანაკლებ 500 ვტ) ავტონომიური ფოტოვოლტაიკური მინისადგურის მეშვეობით.
  • პროექტის თემატიკა განსაზღვრავს აღნიშნული სისტემების საინჟინრო საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება–შემუშავება–შეთანხმებასა და პროექტით შემუშავებული სისტემების სრულ ინსტალაცია– გაშვებას.

კერძოდ:

  • დადგინდეს საპროექტო ობიექტზე უშუალოდ აზომვების საფუძველზე – საბოილეროს, მზის კოლექტორის, მზის პანელებისა და მოწყობილობების განთავსების ადგილი, სველი წერტილების რაოდენობის მიხედვით განისაზღვროს ცხელწყალმომარაგებისათვის საჭირო ქსელი და შემუშავდეს შესაბამისი საინჟინრო საპროექტო დოკუმენტაცია მთლიანი სისტემის მუშაობის პრინციპიალური სქემის ჩათვლით. სისტემათა პრინციპიალური სქემა უნდა წარმოადგენდეს თვალსაჩინო სახელმძღვანელოს სისტემის საექსპლოატაციო და გაცნობად–სასწავლო მიზნებისათვის.
  • ჰელიოცხელწყალმომარაგების სისტემა უნდა შედგებოდეს მაღალწნევიანი მზის კოლექტორისაგან (ბრტყელი ან ვაკუუმმილოვანი, არანაკლებ 3,5 კვტ თბური სიმძლავრისა), თბომატარებლის იძულებითი ცირკულაციის ტუმბოსაგან, რომლის მუშაობას უზრუნველყოფს 3 თბური სენსორისაგან მიღებული მონაცემების საფუძველზე პროგრამირებული კონტროლერი. კონტროლერის ლოგიკა უზრუნველყოფდეს სისტემის საიმედო ფუნქციონირებას ზამთრის პირობებშიც. კოლექტორიდან შემოტანილი მზის თბური ენერგია აკუმულირდება (არანაკლებ 200 ლტ. მოცულობის) ორკონტუროვან ბოილერში. თბომატარებლის კონტური აღიჭურვოს 3,5 ატმ. დამცავი სარქველითა და 5 ლტ. მოცულობის მაფართოებელი ავზით. კონტური უზრუნველყოფილი ქნას ავტომატური შევსებით, ყველა დრეკადი და არადრეკადი მილოვანი შეერთებები შესრულდეს სერტიფიცირებული კომპონენტებით.
  • ცირკულაციის ტუმბოს, წყალმიმწოდებელი ტუმბო, საბოილერო სათავსოს განათება უზრუნველყოფილ იქნას პარალელური ელექტროკვებით (მინიმუმ 500 ვტ სიმძლავრის) მზის ფოტოვოლტაიკური ქვესადგურისაგან. ქვესადგური აღიჭურვოს – შესაბამისი სიმძლავრის MPPT კონტროლერითა, ინვენტორითა და მინიმუმ 2500 ამპ.სთ მოცულობის 12 V ჟელე აკუმულატორით.
  • პროექტი საინჟინრო დოკუმენტაციითა და მუშა ნახაზებით, უნდა იქნას შემუშავებული და შესრულებული CAD სისტემებში.
  • განხორციელებული სამუშაოების ჩაბარების ვადა: არაუმეტეს ორი თვისა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ.
  • სასურველია პრეტენდენტი კარგად იცნობდეს რეგიონს და საპროექტო ადგილს.

ტენდერში მონაწილეობის მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 3 წლიანი საგარანტიო მომსახურება.

სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა;
  • ფასების ცხრილი შესყიდვის ობიექტის პუნქტების მიხედვით. ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება და დამონტაჟება;
  • სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი,
  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • ცნობა საგადასახადოდან, დავალიანების არ ქონის შესახებ;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • შევსებული შემოთავაზებების ცხრილი.

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინოთ ზემოთ მითითებული ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: spectri@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ:
ელ. ფოსტა: spectri@gmail.com
ტელეფონი: +995 5995750516

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები