27 სექტემბერი 2022, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T14688 - ტენდერი სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვებზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში
ტენდერის აღწერილობა:
სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ტენდერს სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვებზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
- ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 20 სექტემბერი 2022 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 27 სექტემბერი 2022 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა 4 ოქტემბერი 2022 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 11 ოქტემბერი 2022 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 27 სექტემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს: ანა არქანია a.arkania@evex.ge მობ: +995 591777787; dmosidze@evex.ge 577640044; გიორგი ფცქიალაძე gptskialadze@evex.ge მობ: 598182763
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები