ჩაბარების ვადა:
30 სექტემბერი 2022, 19:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T14737 - ტენდერი მსუბუქი ავტომობილების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს მსუბუქი ავტომობილების შესყიდვაზე.
რაოდენობა: 14 ცალი
- კატეგორია: ჰეჩბეკი / სედანი
- საწვავის ტიპი: ბენზინი / დიზელი, განიხილება ჰიბრიდი ან ელექტროც
- საჭე: მარცხენა
- ძრავის მოცულობა: 1.3 და ზევით, ეკონომიური.
- გადაცემათა კოლოფი: მექანიკური, განიხილება ავტომატიკაც
შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ტექნიკურად და ვიზუალურად გამართულ მდგომარებაში;
მიწოდებული საქონლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარზე არსებული ანალოგიური საქონლის ხარისხის საუკეთესო სტანდარტებს;
გადაწყვეტილების მიღებამდე ავტომობილი შემოწმდება შესაბამის დაწესებულებაში.
ბიუჯეტი:
- 12 000 აშშ დოლარი, გადასახადების გათვალისწინებით;
გადახდის პირობა:
- ანაზღაურება - ავტომობილების გადაფორმების დღე.
ავტომობილების შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად:
- 10 ცალი 2022 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი 4 ცალი, 2023 წლის დასაწყისში.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- შემოთავაზებული ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 2);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
თანდართული დოკუმენტაცია:
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: ტექნიკური მახასიათებლები
- დანართი: 3 საბანკო რეკვიზიტები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 30 სექტემბერი, 19:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: tenders@gc.ge
მობ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები