ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T14740 - ტენდერი ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ქსელური მოწყობილობის შესყიდვაზე.

შესასყიდი მოწყობილობის ტექნიკური აღწერა:  

  • მარშრუტიზატორი (როუტერი):
    - CISCO C1111-8P (ISR 1100 8 Ports Dual GE WAN Ethernet Router) - 1 ცალი 
  • მარშრუტიზატორის პროგრამული მხარდაჭერა (support):
    - CON-SNT-C11118P (SNTC-8X5XNBD ISR 1100 Dual GE Ethernet Router) 5 წლიანი - 1 ცალი
  • მარშრუტიზატორის ლიცენზიები:
    - SL-1100-8P-SEC (Security License for Cisco ISR 1100 8P Series)  – 1 ცალი
    - FL-1100-8P-HSEC (IPSEC HSEC  License for Cisco ISR 1100 8P Series) – 1 ცალი 

აუცილებელი პირობა: 

  • მარშრუტიზატორს (როუტერს) და ლიცენზიებს უნდა ჰქონდეს 5 წლიანი საგარანტიო მომსახურება. 

მიწოდების ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი, 0177, გაზაფხულის ქ.18

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გარანტიის შესახებ; 
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებლისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ ნამდვილობის შესამოწმებლად;
  • ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის მიწოდების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 04 ოქტომბერი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 23/09-ME-G/IT-22;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ხუნჩუკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 591 50 87 21

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები