ჩაბარების ვადა:

7 ოქტომბერი 2022, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T14746 - ტენდერი სხვადასხვა სახის პროდუქციის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით პროექტის „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების გამოყენებით“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტებზე:

  • ავეჯი
  • ნარჩენების მართვისათვის განკუთვნილი პროდუქცია
  • მეფრინველეობა

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ნივთზე.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 07.10.2022, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 03300000 მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები
  • 39100000 ავეჯი
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება