ჩაბარების ვადა:

11 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T14759 - ტენდერი სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

მოთხოვნა ფასთა კოტირებაზე: სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 27 სექტემბერი, 2022 წ./ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2022 წ. 
თანდართული ფაილები: განაცხადის ფორმა, დეკლარაცია, ბიუჯეტის ფორმა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში, განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწვევს დაინტერესებულ მხარეებს სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის შეძენის შესახებ ფასთა კოტირებისთვის (თანდართული სპეციფიკაციის #3 შესაბამისად).  

ღირებულება: მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ტრანსპორტირების (თბილისი), ინსტალაციისა და ტრენინგის ჩათლით. 

წინადადება: აღჭურვილობის სია შეიძლება ოდნავ შეიცვალოს პოტენციური მიმწოდებლის შერჩევის შემდეგ.

სავარაუდო დრო: მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულების მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

მინიმალური საგარანტიო პერიოდი: 1 წელი.

შეფასების/შერჩევის კრიტერიუმები და თითო კრიტერიუმის ღირებულება %:

  • მოწოდებული წინადადების ხარისხი - 20%
  • აპლიკანტის გამოცდილება და კვალიფიკაცია - 20%
  • შემოთავაზებული ღირებულება - 30%
  • მოწოდების ვადა - 20%
  • საგარანტიო პერიოდი - 20%

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

სამედიცინო მოწყობილობებისა და ავეჯის შესყიდვის პროცესში CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს აპარატურის და ავეჯის ხარისხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქტის ეფექტიანობა. ასევე, მომწოდებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქციის გამოყენებით გამოწვეულ სავარაუდო ზეგავლენას გარემოზე და ამ ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ენერგო-ეფექტურობა, შეკეთების უნარი, გარანტია, სიცოცხლისუნარიანობა და გადამუშავებადობა, პრინციპების გათვალისწინებით „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება”.

წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა ბეჭდით, ქართულად და ინგლისურად (დანართი #1);
  • შევსებული და ხელმოწერილი დანართი #2 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • შევსებული და ხელმოწერილი/ბეჭედდასმული ბიუჯეტის ფორმა (დანართი #3) ექსელისა და PDF ფორმატში, სადაც მითითებული იქნება სამედიცინო აპარატურის დეტალური სპეციფიკაცია და ავეჯის ტექნიკური მახასიათებლები. შემოთავაზებული აპარატურისა და ავეჯის ტექნიკური პასპორტები წარმოდგენილი უნდა იყოს  დანართის სახით;
  • შესყიდვის მენეჯერის და სამედიცინო ინჟინრის რეზიუმეები (CV) (ინგლისურ ენაზე), რომლებიც ასახავს პიროვნების კვალიფიკაციასა და გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში; 
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის), ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება. წინადადებები  (დანართები 1, 2, 3) წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 ოქტომბერი, 18:00 (საქართველოს დროით). წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე: ccrg-tender@caritas.cz და tamar.kurtanidze@caritas.cz

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - “RfQ - Medical Devices and Furniture”.

შენიშვნა: 

  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. 
  • შერჩეულ კანდიდატებს წერილობით ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატებთან შედგება ინტერვიუები.  
  • CCR იტოვებს უფლებას, გააუქმოს წინადადებების მიღება ნებისმიერ დროს აპლიკანტებთან დაკავშირების გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები