ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T14789 - ტენდერი 10 კვ-ის ვაკუუმური ამომრთველების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

  • 10 კვ-ის ვაკუუმური ამომრთველების შეძენა  

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია ტექნიკურ დავალებაში, რომლის მიხედვითაც უნდა შეავსოთ დანართი N1-ხარჯთაღრიცხვა

ტექნიკური დავალება:

  • შესყიდვის საგანს წარმოადგენ მაღალი ძაბვის (6-10 კვ) გამანაწილებელი სექცია და მისი მონტაჟის მომსახურება

სექციის პარამეტრები:

  • ძაბვა: 6-10 კვ
  • უჯრედების რაოდენობა - 5 ცალი (კომპლექტაცია ჩაშლილია ქვემოთ)
  • თითოეული უჯრედის ზომა: სიგანე ≤ 100 სმ, სიღრმე ≤ 120 სმ, სიმაღლე ≤ 220 სმ
  • უჯრედები უნდა იყოს ცალმხრივი მომსახურების

უჯრედების კომპლექტაცია:
უჯრედი N1 - შემომტანი

  • სასალტეო გამთიშველი - 1000 ამპ 
  • სახაზო გამთიშველი - 1000 ამპ 
  • ვაკუუმური ამომრთველი მართვის და დაცვის აპარატურით - 1000 ამპ
  • დენის ტრანსფორმატორი 1000/5 ორი მეორადი გამომყვანით - 2 ცალი
  • დაცვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს ციფრული ტერმინალით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი სახის დაცვები: მაქსიმალური დენური დაცვა, დენური მოკვეთა, დამიწებისაგან დაცვა, ფაზის დაკარგვისაგან დაცვა
  • ნულოვანი მიმდევრობის დენის ტრანსფორმატორით
  • გადაძაბვისაგან დაცვის მოწყობილობით სამივე ფაზაზე
  • უჯრედზე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო ბლოკირება

უჯრედი N2 - ძალოვანი ტრანსფორმატორის ჩართვა გამორთვის უჯრედი  

  • სასალტეო გამთიშველით--400 ამპ. 
  • სახაზო გამთიშველით ------400 ამპ. 
  • სტაციონალური დამიწებებით
  • დატვირთვის ამომრთველით---400 ამპ
  • დნობადი მცველებით
  • გადაძაბვისაგან დაცვის მოწყობილობით სამივე ფაზაზე
  • უჯრედზე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო ბლოკირება.

უჯრედი N3 - ძაბვის ტრანსფორმატორის უჯრედი

  • სასალტეო გამთიშველით - 400 ამპ
  • ძაბვის ტრანსფორმატორით
  • პანელით მეორადი წრედებისათვის

უჯრედი N4 და N4 - სახაზო უჯრედები (ელ.ძრავების მართვისათვის)

  • სასალტეო გამთიშველი - 630 ამპ
  • სახაზო გამთიშველი - 630 ამპ 
  • ვაკუუმური ამომრთველი მართვის და დაცვის აპარატურით - 630 ამპ
  • დენის ტრანსფორმატორი 150/5 ორი მეორადი გამომყვანით - 2 ც
  • დაცვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს ციფრული ტერმინალით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი სახის დაცვები:  მაქსიმალური დენური დაცვა, დენური მოკვეთა, დამიწებისაგან დაცვა, ფაზის დაკარგვისაგან დაცვა, მინიმალური დაცვა
  • ნულოვანი მიმდევრობის დენის ტრანსფორმატორით
  • გადაძაბვისაგან დაცვის მოწყობილობით სამივე ფაზაზე
  • უჯრედზე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა საჭირო ბლოკირება

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ხარისხის სტადარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი
  • მოწოდებულ პროდუქციას უნდა მოყვებოდეს საექსპლუატაციო სახელმძღვანელო
  • მოწოდებულ პროდუქციას უნდა მოყვებოდეს ამომრთველების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების საქარხნო გაზომვის ოქმები
  • მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი
  • მოწოდებული პროდუქციის საგარნტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 48 თვე
  • მომწოდებელმა უნდა განახორციელოს მოწოდებული პროდუქციის მონტაჟი სამგორის პირველი აწევის სატუმბო სადგურის ელექტრო გამანაწილებელ მოწყობილობაში

შენიშვნა:

  • საჭირო მოწყობილობების წარმოება უნდა იყოს - ევროპა, თურქეთი, უკრაინა ან რუსეთი. 
  • პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 2 წლიანი გარანტია.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • წყალსადენის N7

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ბოლო 5 წელიწადში მსაგვსი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესრულებები, სარეკომენდაციო წერილები).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 1 წელი.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 10 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    7 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა