ჩაბარების ვადა:

12 ოქტომბერი 2022, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T14870 - ტენდერი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებსა და ვენტილაციის სისტემების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოებსა და ვენტილაციის სისტემების მოწყობა - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 12 ოქტომბრისა 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 5 ოქტომბერი 2022
  • სატენდერო წინადადებების მიღება 12 ოქტომბერი 2022
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 19 ოქტომბერი 2022
  • ხელშეკრულების გაფორმება 26 ოქტომბერი 2022

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 ოქტომბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dmosidze@evex.ge aarkania@evex.ge gptskialadze@evex.ge 

დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია სმეტიდან  თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს.

შემსრულებელს შეუძლია გადმოაგზავნოს შემოთავაზება, როგორც ორივე ლოტზე, ასევე ცალ-ცალკეც.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

სატენდერო დოკუმენტაცია

შენობის ნახაზი-1 შენობის ნახაზი-1
სარემონტო სამუშაოების და ვენტილაციის ტენდერი სარემონტო სამუშაოების და ვენტილაციის ტენდერი
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება (2) დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება (2)
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
Danarti #1 2 ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი Danarti #1 2 ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი
Danarti #1 ჩილერის ხარჯთაღრიცხვა 1111 (003) Danarti #1 ჩილერის ხარჯთაღრიცხვა 1111 (003)
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა