ჩაბარების ვადა:
17 ოქტომბერი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT14895 - ტენდერი ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“აცხადებს ტენდერს ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთებაზე 07/10-GIEC-S/Transformator-22.
სამუშაოს დასახელება: ბჟუჟა და ალაზანი ჰესების საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორების შეკეთება მომწოდებლის მასალით.
- ბჟუჟა ჰესი - ტრანსფორმატორი 2 ცალი
- ალაზანი ჰესი - ტრანსფორმატორი 1 ცალი
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- გამოირთოს წრედიდან.
- ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები ს/მ ტრანსფორმატორს.
- ჩაუტარდეს ელექტროტექნიკური გაზომვები და სრული დიაგნოსტიკა.
- ტრანსფორმატორი დაიდგას სამანქანო დარბაზში სამონტაჟო მოედანზე.
- მიუერთდეს ზეთის ფილტრაციის სეპარატორი.
- ჩამოიცალოს ზეთი 5 ტონიან ავზებში.
- განხორციელდეს ზეთის სეპარაცია მუდმივად უწყვეტ რეჟიმში, სამუშაოების შესრულების პერიოდში.
- მოიხსნას ზეთის გამფართოებელი ავზი.
- გაიხსნას ტრანსფორმატორი და ამოღებული იქნას გულანა.
- დაიკიდოს გულანა დასაწრეტად.
- გაიხსნას და ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურეობა გადამრთველ მექანიზმებს და კონტაქტებს.
- საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი გამოცვლა.
- გადაეჭიროს ყველა კონტაქტი და შეერთება.
- გაიხსნას და გამოიცვალოს გამომყვანი კონტაქტები.
- შეიცვალოს გამომვანი კონტაქტების ღეროები.
- გაირეცხოს ავზი და ჩაუტარდეს სრულფასოვანი შრობა.
- ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა ტრანსფორმატორის ხვიებს. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი რეაბილიტაცია.
- გაირეცხოს და გაიშროს ტრანსფორმატორის გულანა და ხვიები.
- შეიცვალოს ტრანსფორმატორის შემამჭიდროებელი რეზინები. როგორც რადიატორებზე ასევე სახურავზე.
- შეიღებოს ტრანსფორმატორი გარედან.
- აიწყოს ტრანსფორმატორი.
- დაყენდეს ზეთის გამფართოებელი ავზი.
- ჩაისხას სეპარირებული ზეთი ტრანსფორმატორში. აუცილებლობის შემთხვევაში დაემატოს ზეთი, სეპარატორის გავლით.
- გამოირთოს სეპარატორი და ტრანსფორმატორის გაცივების შემდგომ ჩაუტარდეს სრული ელექტროტექნიკური დიაგნოსტიკა.
- საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს ზეთის სეპარაცია ტრანსფორმატორის საექსპლუატაციო ტექნიკური მახასიათებლების მიღწევამდე.
სამუშაოს შესრულების ადგილი:
- ბჟუჟა ჰესი - ოზურგეთის რაიონი, სოფ. გომი.
- ალაზანი ჰესი - გურჯაანის რაიონი, სოფ. ვეჯინი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შენიშვნა:
- დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
- შენიშვნა:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 17 ოქტომბერი, 17:00 საათი.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 07/10-GIEC-S/Transformator-22
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე - საკონტაქტო ნომერი: 598760796.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები