ჩაბარების ვადა:

17 ოქტომბერი 2022, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T14904 - ტენდერი მყარი დისკი შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მყარი დისკი შესყიდვაზე. 

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
მყარი დისკი 1200


მახასიათებლები:

  • დასახელება: მყარი დისკი 
  • ტიპი: solid state drive (SSD) 
  • ტევადობა: 512GB 
  • ინფორმაციული კონექტორი: SATA 6Gb/s 
  • ზომა: 100mmX70mm 
  • ვოლტაჟი: 5V

გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება 

მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 12 ეტაპად 

  • 2022 წლის ნოემბერი ‐ 100 ცალი
  • 2022 წლის დეკემბერი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის იანვარი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის თებერვალი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის მარტი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის აპრილი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის მაისი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის ივნისი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის ივლისი ‐ 100 ცალი
  • 2023 წლის სექტემბერი 100 ცალი
  • 2023 წლის ოქტომბერი‐ 100 ცალი
  • 2023 წლის ნოემბერი 100 ცალი 

მოწოდების მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2‐4‐6‐8‐10.

ანაზღაურება:

  • თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
  • დანართი N1‐ კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2‐ ფასების ცხრილი 
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში დღგ‐ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3‐ განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი; 

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია‐ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს; 

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება. 

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. 

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია; 

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 17 ოქტომბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა